გიორგი ვოლსკი ჰერჩნსკის განცხადებაზე: ეს არის მუქარა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
28 27 აპრილი 2026, 18:56

გიორგი ვოლსკი საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აღნიშნავს, რომ ელჩის ქმედება მუქარაა.

„მეიდნის სცენარს გვპირდება, რომ საზოგადოებაში ისეთი შეჯახება მოხდება, რომელიც შეუქცევადი პროცესი იქნება, მოჰყვება მსხვერპლი და ბნელი პერსპექტივა, რაზეც იგი მიანიშნებს.

ჰერჩნსკის მოგონილი არ არის მუქარა, ის ინსტრუქციას ასრულებს, ამ ინსტრუქციას ამბობს და თან გულიც ეთანაღრება. ადრე ქართველ ხალხად მოიხსენიებდა მხოლოდ მათ, ვინც ქუჩაში ცეცხლს ანთებდა და „მოლოტოვის კოქტეილებს“ ისროდა, ახლა ასე არ არის - ყველას ეუბნება და ეტყობა თვითონაც ისე სწყდება გული ინსტრუქციას რომ ასრულებს, რომ ხალხს კეთილი და თბილი სიტყვით მიმართავს, თავის დამოკიდებულებას გამოხატავს საზოგადოების მიმართ. ამავე დროს, ეს ნიშნავს, რომ ყველას მიმართავს და ამიტომ დავარქვით ამას მუქარა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კირცხალია: მიხეილ სარჯველაძეს საშუალება ექნება, რომ უმაღლესი საპარლამენტო ტრიბუნიდან ჩვენი საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ გასცეს ყველა სენსიტიურ კითხვას ამომწურავი პასუხი
ირაკლი კირცხალია ფასების შემსწავლელ კომისიაზე: როგორც ვიცი, საკმაოდ მნიშვნელოვანი და პროფესიონალური დასკვნაა გაკეთებული ფასების ირგვლივ
ირაკლი კირცხალია: მინდა მთელი გუნდის სახელით მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს კოლოსალური შრომისთვის, რაც მან გაწია უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე
აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა
გურამ მაჭარაშვილი: რაც მალე დაიწყება საკონსტიტუციო სასამართლოში რადიკალური პარტიების აკრძალვის პროცესი, მით მალე აღსრულდება ხალხის დაკვეთის ბოლო ეტაპი - კრიმინალური, ანტისახელმწიფოებრივი პარტიების გაუქმება
არქივი