ირაკლი კირცხალია: მიხეილ სარჯველაძეს საშუალება ექნება, რომ უმაღლესი საპარლამენტო ტრიბუნიდან ჩვენი საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ გასცეს ყველა სენსიტიურ კითხვას ამომწურავი პასუხი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
21 27 აპრილი 2026, 21:28

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით განვითარებულ საკითხებზე სასაუბროდ პარლამენტში ფრაქციამ „საქართველოსთვის“, ინტერპელაციის წესით, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მოიწვია, - განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ.

მისივე თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოებამ არაერთი განმარტება მოისმინა.

„მიმდინარეობს მაქსიმალურად როგორც საზოგადოების ინფორმირება, ასევე ამ ბავშვების მშობლების. ზოგადად, ძალიან სენსიტიური თემაა და მივესალმებით ამ ინტერპელაციას. ბატონ მიხეილ სარჯველაძეს საშუალება ექნება, რომ უმაღლესი საპარლამენტო ტრიბუნიდან ჩვენი საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ გასცეს ყველა სენსიტიურ კითხვას ამომწურავი პასუხი. მშობლებმაც და საზოგადოებამაც რეალურად ნახონ, თუ რასთან გვაქვს საქმე. კონკრეტულად ამ თემის ირგვლივ“, - აღნიშნა კირცხალიამ.

29 აპრილს, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კირცხალია ფასების შემსწავლელ კომისიაზე: როგორც ვიცი, საკმაოდ მნიშვნელოვანი და პროფესიონალური დასკვნაა გაკეთებული ფასების ირგვლივ
ირაკლი კირცხალია: მინდა მთელი გუნდის სახელით მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს კოლოსალური შრომისთვის, რაც მან გაწია უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე
აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა
გურამ მაჭარაშვილი: რაც მალე დაიწყება საკონსტიტუციო სასამართლოში რადიკალური პარტიების აკრძალვის პროცესი, მით მალე აღსრულდება ხალხის დაკვეთის ბოლო ეტაპი - კრიმინალური, ანტისახელმწიფოებრივი პარტიების გაუქმება
ლაშა ხუციშვილმა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი – მიხეილ მაღლაკელიძე წარუდგინა
არქივი