აშშ-ის პროკურატურამ კოულ ალენს ბრალი სამი მუხლით წარუდგინა, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის. მას ასევე ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობასთან დაკავშირებული ორი დანაშაული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ალენს ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება.
მოსამართლე დაეთანხმა შუამდგომლობას კოულ ალენის პატიმრობაში დატოვების შესახებ ხუთშაბათს დაგეგმილ მორიგ მოსმენამდე, სადაც აღკვეთის ღონისძიების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
ფედერალურმა პროკურორმა, ჯოსელინ ბალენტაინმა ბრალდებულის პატიმრობაში დატოვება მოითხოვა და არგუმენტად მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებების ძალადობრივი ხასიათი მოიყვანა.
გამოძიების თანახმად, ალენი კალიფორნიიდან ვაშინგტონში ჩავიდა. მას თან ჰქონდა 12-კალიბრიანი საფანტის თოფი (ე.წ. „პომპა“), 38-კალიბრიანი ნახევრად ავტომატური პისტოლეტი, სამი დანა და სხვა „სახიფათო აღჭურვილობა“.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |