76
28 აპრილი 2026, 06:35
საქართველოს საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.
სხდომაზე მღვდელმთავრები ფარული კენჭისყრით, სამ საპატრიარქო კანდიდატს გამოარჩევენ.
საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, წმინდა სინოდის სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
საპატრიარქო კანდიდატის შერჩევის პროცედურა ორ ეტაპად განხორციელდება. გამოვლენილი სამი კანდიდატიდან შემდეგ გაფართოებულ კრებაზე, უშუალოდ მღვდელმთავრების მიერ მოხდება გამოვლენა, თუ ვინ იქნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი. 3 აპრილს გამართული სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გამოსარჩევად ეკლესიის გაფართოებული კრება ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში ჩატარდება.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |