რატი იონათამიშვილი: ოპოზიციამ კარგად იცის, რომ თუ ვინმეს შეუძლია ეფექტური კოორდინაცია გაუწიოს ამ სტრუქტურებს, ეს არის მამუკა მდინარაძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 28 აპრილი 2026, 12:22

ოპოზიციამ კარგად იცის, რომ თუ ვინმეს შეუძლია ეფექტური კოორდინაცია გაუწიოს ამ სტრუქტურებს, ეს არის მამუკა მდინარაძე და ორმაგად შეშინებულები არიან, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის დანიშვნის შესახებ.

მისი თქმით, ეფექტური კოორდინაცია პირველ რიგში ნიშნავს მეტ უსაფრთხოებას, უფრო მეტად დაცულ საზოგადოებასა და წესრიგს.

„რა თქმა უნდა, ოპოზიციას ძალიან ეშინია დაცული და უსაფრთხო გარემოსი საქართველოში. ისინი კარგად ხედავენ, რომ თუ ვინმეს შეუძლია ეფექტური კოორდინაცია გაუწიოს ამ სტრუქტურებს, ეს არის მამუკა მდინარაძე, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და სახელმწიფოებრივი ხედვა, ამიტომ ორმაგად შეშინებულები არიან ოპოზიციაში. ასე რომ მათ მოუწევთ საკუთარ შიშებთან შეგუება და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი უსაფრთხოების უზრუნველყოფას", - აღნიშნა იონათამიშვილმა.

პარლამენტი დღეს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებას განიხილავს. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
Bloomberg-ის ინფორმაციით, მერცის განცხადება, სადაც მან აღნიშნა, რომ ირანის ლიდერები მოლაპარაკებებში აშშ-ს ამცირებენ, ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში განხეთქილების გაღრმავების რისკებს ზრდის
ლევან მახაშვილი გერმანიის მთავრობაზე: ჩვენი მხრიდან ყველა პროცედურა გამოვიყენეთ. როდესაც შეხვედრა გვქონდა გერმანიის წარმომადგენლებთან, მათაც ოფიციალურად გადავეცით რამდენიმე ოფიციალური ნოტა
გიორგი გაბუნია: ოპოზიცია სასაცილო მდგომარეობაშია - საზოგადოების თვალში ყველა რესურსი ამოწურეს
არჩილ ბერიძე: რადიკალური ოპოზიცია დღეს უბრალოდ მარიონეტი კი არა, გარე ძალების ხელში არსებული ინსტრუმენტია საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ, რომელიც გამუდმებით საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას
დავით მათიკაშვილი რადიკალებზე: ეს არის მათი რეალური შიში იმ ცვლილებების მიმართ, რომელიც ხორციელდება, რამეთუ იციან - წარმატებული ადამიანები, რომლებიც დღეს სამსახურებრივ სტატუსს იცვლიან, მათ დესტრუქციულ საქმიანობას ხელს შეუშლიან
არქივი