ლევან მაჭავარიანი: მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა სულ რაღაც ნახევარი წელი და აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე აიყვანა ეს სამსახური
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 28 აპრილი 2026, 15:10

მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა სულ რაღაც ნახევარი წელი და აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე აიყვანა ეს სამსახური. ჩვენ ვიხილეთ თუ როგორი ნაბიჯები გადადგა მან კორუფციისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რამდენი საქმე გაიხსნა იმასთან დაკავშირებით, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებები შემოჰქონდათ საქართველოში და გაჰქონდათ სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს გავლით, სამალავები აღმოჩნდა, სადაც შეიარაღება იყო გადამალული თბილისთან ახლოს. ასეთი ტემპით და ხარისხით არა მგონია, რომ რომელიმე ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ემუშავა, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, მთლიანად ოპოზიციას ის ფაქტი აწუხებს, რომ მამუკა მდინარაძე ახალი პოზიციიდან, ერთი მხრივ, კოორდინაციას გაუწევს გეკა გელაძეს, სულხან თამაზაშვილს და თავის მხრივ, რა თქმა უნდა, მათ გადაწყვეტილებსაც გადააზღვევს და მეორე მხრივ, ეს პოზიცია მამუკა მდინარაძეს საშუალებას მისცემს, რომ პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში და განსაზღვრაში მიიღოს მონაწილეობა.

„ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულია თქვენთვის, ვინაიდან ყველამ ძალიან კარგად იცით, თუ რამხელა პოლიტიკური რესურსი და ძალა აქვს მამუკა მდინარაძეს. რაც შეეხება უსაფრთხოების სამსახურის ამ სიმაღლეზე აყვანას - საქართველო დღეს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში და რა თქმა უნდა, ამაში უსაფრთხოების სამსახურის უზარმაზარი წვლილია“, - მიმართა ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პატრიარქობის სამი კანდიდატი ცნობილია
პრემიერი: როცა ევროკავშირის ელჩი ემუქრება ქართველ ხალხს სამოქალაქო ომით, სიღარიბეში დაბრუნებით, ეს არის ძალიან მძიმე
პრემიერი: ვიდრე ოპოზიციამ შექმნა ათი ე.წ. ფანჩატური, ათი არჩევნები მოვიგეთ, ახლა შექმნეს მეთერთმეტე და მეთერთმეტე არჩევნებსაც მოვიგებთ
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ახალი ვერსია შემოგვთავაზეს არჩევნების ე.წ. გაყალბებასთან დაკავშირებით, თავად იკარგებიან და იხლართებიან საკუთარ ტყუილებში, ყველამ კარგად დაინახა, თუ ვის მიმართ გამოხატა მხარდაჭერა ქართველმა ხალხმა
პრემიერი: ჩვენი ამოცანაა, რომ ფასები შემცირდეს, რამდენადაც შესაძლებელია, კომისია ამ კვირაში ამთავრებს მუშაობას, სამუშაო პროცესი მომავალ კვირაში გვექნება მთავრობაში და ამის შემდეგ საბოლოო გეგმით წარვდგებით საზოგადოების წინაშე
არქივი