გიორგი გაბუნია: ოპოზიცია სასაცილო მდგომარეობაშია - საზოგადოების თვალში ყველა რესურსი ამოწურეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 28 აპრილი 2026, 15:47

ოპოზიცია სასაცილო მდგომარეობაშია და ვფიქრობ, რომ საზოგადოების თვალში ყველა რესურსი ამოწურეს, - განაცხადა მედიასთან პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა, გიორგი გაბუნიამ ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ოპოზიციის გაერთიანება ან დაშლა, საზოგადოებისთვის საინტერესო აღარაა.

„ოპოზიციას დღეს გულში ორი გრძნობა აქვს: ერთი, ძალაუფლების ხელში ჩაგდების წყურვილი და მეორე - სააკაშვილის დიქტატურული ხასიათის კომპლექსი. ეს არის თავისი იდეით, ამოცანებითა და მიზნებით ერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჰყავს ერთი პოლიტიკური ლიდერი - სააკაშვილი. ახლა ესენი იჩხუბებენ თუ შერიგდებიან, ეს საზოგადოებისთვის საინტერესო აღარაა“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

ოპოზიციის ალიანსში დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები გრძელდება. მიხეილ სააკაშვილი ისევ ოპოზიციას აკრიტიკებს, ნიკა მელია კი ამბობს, რომ თუ თავდასხმები გაგრძელდება მას მკაცრი საპასუხო რეაქცია ექნება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პატრიარქობის სამი კანდიდატი ცნობილია
პრემიერი: როცა ევროკავშირის ელჩი ემუქრება ქართველ ხალხს სამოქალაქო ომით, სიღარიბეში დაბრუნებით, ეს არის ძალიან მძიმე
პრემიერი: ვიდრე ოპოზიციამ შექმნა ათი ე.წ. ფანჩატური, ათი არჩევნები მოვიგეთ, ახლა შექმნეს მეთერთმეტე და მეთერთმეტე არჩევნებსაც მოვიგებთ
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ახალი ვერსია შემოგვთავაზეს არჩევნების ე.წ. გაყალბებასთან დაკავშირებით, თავად იკარგებიან და იხლართებიან საკუთარ ტყუილებში, ყველამ კარგად დაინახა, თუ ვის მიმართ გამოხატა მხარდაჭერა ქართველმა ხალხმა
პრემიერი: ჩვენი ამოცანაა, რომ ფასები შემცირდეს, რამდენადაც შესაძლებელია, კომისია ამ კვირაში ამთავრებს მუშაობას, სამუშაო პროცესი მომავალ კვირაში გვექნება მთავრობაში და ამის შემდეგ საბოლოო გეგმით წარვდგებით საზოგადოების წინაშე
არქივი