ლევან მახაშვილი გერმანიის მთავრობაზე: ჩვენი მხრიდან ყველა პროცედურა გამოვიყენეთ. როდესაც შეხვედრა გვქონდა გერმანიის წარმომადგენლებთან, მათაც ოფიციალურად გადავეცით რამდენიმე ოფიციალური ნოტა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 28 აპრილი 2026, 15:52

როდესაც შეხვედრა გვქონდა გერმანიის წარმომადგენლებთან, მათაც ოფიციალურად გადავეცით რამდენიმე ოფიციალური ნოტა, - განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა „ქრონიკასთან“ გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც 2024 წლის შემდეგ, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით არ შეცვლილა.

„ჩვენი მხრიდან ყველა პროცედურა გამოვიყენეთ. როდესაც შეხვედრა გვქონდა გერმანიის წარმომადგენლებთან, მათაც ოფიციალურად გადავეცით რამდენიმე ოფიციალური ნოტა. თუ რაიმე ტექნიკური გაუგებრობა იყო რომ გამოესწორებინათ. მგონი ყველაფერი ძალიან ნათელია.

ჩვენი მხრიდან გავაგრძელებთ პროცედურების დაცვას და მუდმივად შევახსენებთ გერმანიას რომ ეს ინფორმაცია გასაახლებელია, მაგრამ მათი მხრიდანაც გზავნილი მკაფიოა. როგორც ჩანს, ურჩევნიათ საქართველოში პოლარიზაციის და რადიკალიზაციის წახალისება, ნაცვლად იმისა, რომ დემოკრატიულ ჩარჩოებში ჩასხდნენ და პატივი სცენ საქართველოს მოსახლეობას და არჩევანს“, - აღნიშნა მახაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროს მორიგი ნოტა გაუგზავნა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პატრიარქობის სამი კანდიდატი ცნობილია
პრემიერი: როცა ევროკავშირის ელჩი ემუქრება ქართველ ხალხს სამოქალაქო ომით, სიღარიბეში დაბრუნებით, ეს არის ძალიან მძიმე
პრემიერი: ვიდრე ოპოზიციამ შექმნა ათი ე.წ. ფანჩატური, ათი არჩევნები მოვიგეთ, ახლა შექმნეს მეთერთმეტე და მეთერთმეტე არჩევნებსაც მოვიგებთ
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ახალი ვერსია შემოგვთავაზეს არჩევნების ე.წ. გაყალბებასთან დაკავშირებით, თავად იკარგებიან და იხლართებიან საკუთარ ტყუილებში, ყველამ კარგად დაინახა, თუ ვის მიმართ გამოხატა მხარდაჭერა ქართველმა ხალხმა
პრემიერი: ჩვენი ამოცანაა, რომ ფასები შემცირდეს, რამდენადაც შესაძლებელია, კომისია ამ კვირაში ამთავრებს მუშაობას, სამუშაო პროცესი მომავალ კვირაში გვექნება მთავრობაში და ამის შემდეგ საბოლოო გეგმით წარვდგებით საზოგადოების წინაშე
არქივი