ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ახალი ვერსია შემოგვთავაზეს არჩევნების ე.წ. გაყალბებასთან დაკავშირებით, თავად იკარგებიან და იხლართებიან საკუთარ ტყუილებში, ყველამ კარგად დაინახა, თუ ვის მიმართ გამოხატა მხარდაჭერა ქართველმა ხალხმა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 28 აპრილი 2026, 16:42

ახალი ვერსია შემოგვთავაზეს არჩევნების ე.წ. გაყალბებასთან დაკავშირებით, მანამდეც ჰქონდათ ასეთი მცდელობები, რომ ყველას კი არ გაუყალბეს, ორს გაუყალბეს და ორს არა - თავად იკარგებიან და იხლართებიან საკუთარ ტყუილებში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საბოლოო ჯამში საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა ის შედეგი, რომელიც გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას.

„შედეგი დაფიქსირდა ელექტრონული კენჭისყრის საფუძველზე. ძალიან მარტივად, მიდიოდი საარჩევნო უბანზე, ღილაკს აჭერდი ხელს საარჩევნო აპარატზე და იბეჭდებოდა არჩევნების შედეგები. მანიპულაციის არავითარი თეორიული შანსი არ იყო, ამის მიუხედავად, მაინც ახერხებენ სპეკულირებას. ყველამ კარგად დაინახა, თუ ვის მიმართ გამოხატა მხარდაჭერა ქართველმა ხალხმა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი: ძალიან რთული წლები გამოვიარეთ. თუმცა, ჩვენი ერთიანობით მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. მინდა აღვნიშნო ბიძინა ივანიშვილის როლი ამ მიღწევებში
პატრიარქობის სამი კანდიდატი ცნობილია
პრემიერი: როცა ევროკავშირის ელჩი ემუქრება ქართველ ხალხს სამოქალაქო ომით, სიღარიბეში დაბრუნებით, ეს არის ძალიან მძიმე
პრემიერი: ვიდრე ოპოზიციამ შექმნა ათი ე.წ. ფანჩატური, ათი არჩევნები მოვიგეთ, ახლა შექმნეს მეთერთმეტე და მეთერთმეტე არჩევნებსაც მოვიგებთ
პრემიერი: ჩვენი ამოცანაა, რომ ფასები შემცირდეს, რამდენადაც შესაძლებელია, კომისია ამ კვირაში ამთავრებს მუშაობას, სამუშაო პროცესი მომავალ კვირაში გვექნება მთავრობაში და ამის შემდეგ საბოლოო გეგმით წარვდგებით საზოგადოების წინაშე
არქივი