პრემიერი: როცა ევროკავშირის ელჩი ემუქრება ქართველ ხალხს სამოქალაქო ომით, სიღარიბეში დაბრუნებით, ეს არის ძალიან მძიმე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 28 აპრილი 2026, 16:49

როდესაც ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ემუქრება ქართველ ხალხს სამოქალაქო ომით, სიღარიბეში დაბრუნებით, ეს რა თქმა უნდა, არის ძალიან მძიმე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჰერჩინსკის განცხადება თავისი შინაარსით უმძიმესია.

„როდესაც ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ემუქრება ქართველ ხალხს სამოქალაქო ომით, სიღარიბეში დაბრუნებით, ეს რა თქმა უნდა, არის ძალიან მძიმე. ასევე ემუქრებოდა ბატონი ჰერჩინსკი ქართველ ხალხს საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც ის მოუწოდებდა ხალხს, ამომრჩეველს, გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ხელისუფლებაში დაებრუნებინათ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. რეალურად ამას ნიშნავდა მაშინდელი მოწოდება ბატონი ჰერჩინსკის. რა თქმა უნდა, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში ნიშნავს სწორედ ბნელ წარსულში დაბრუნებას, რაც ჩვენ გამოვიარეთ, ამაში დაბრუნება არ უნდა ქართველ ხალხს. სწორედ ამის გამო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ქართველმა ხალხმა საერთოდ არ იღო ყურად ჰერჩინსკის მოწოდება. მან მხედველობაში მიიღო საკუთარი ინტერესები და არა ევროკავშირის ელჩის მოწოდება, დაებრუნებინა ქვეყანა ხალხს საკუთარი ხელით კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ბნელ წარსულში.

ეს არ იყო ახალი არაფერი, რასაც მიჩვეული ვართ ევროკავშირის ელჩისგან, იგივე განცხადება გააკეთა რეალურად. ეს არ იყო სიახლე, მაგრამ მაინც ჩაითვალა საჭიროდ რეაგირება და სწორედ ამის გამო. დიპლომატიური ნაბიჯი გადაიდგა, დაბარებული იქნა ელჩი, მოისმინა საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტებები მისგან, ეს არის ის დიპლომატიური ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგმულიყო ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი: ძალიან რთული წლები გამოვიარეთ. თუმცა, ჩვენი ერთიანობით მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. მინდა აღვნიშნო ბიძინა ივანიშვილის როლი ამ მიღწევებში
პატრიარქობის სამი კანდიდატი ცნობილია
პრემიერი: ვიდრე ოპოზიციამ შექმნა ათი ე.წ. ფანჩატური, ათი არჩევნები მოვიგეთ, ახლა შექმნეს მეთერთმეტე და მეთერთმეტე არჩევნებსაც მოვიგებთ
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ახალი ვერსია შემოგვთავაზეს არჩევნების ე.წ. გაყალბებასთან დაკავშირებით, თავად იკარგებიან და იხლართებიან საკუთარ ტყუილებში, ყველამ კარგად დაინახა, თუ ვის მიმართ გამოხატა მხარდაჭერა ქართველმა ხალხმა
პრემიერი: ჩვენი ამოცანაა, რომ ფასები შემცირდეს, რამდენადაც შესაძლებელია, კომისია ამ კვირაში ამთავრებს მუშაობას, სამუშაო პროცესი მომავალ კვირაში გვექნება მთავრობაში და ამის შემდეგ საბოლოო გეგმით წარვდგებით საზოგადოების წინაშე
არქივი