ბრძოლების ფონზე
გარკვეული სირთულეები გუნდის შიგნითაც დაგროვდა, სამწუხაროდ. საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის
დამშვიდებამ მოგვცა ამ შიდა პრობლემებზე ზრუნვის საშუალებაც, ბევრი რაღაც გადავალაგეთ,
- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ,
ირაკლი კობახიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის წარდგენის ღონისძიებაზე.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ცენტრალურ ხელისუფლებაში დაგროვდა გარკვეული სახის პრობლემები, რომელთა მოგვარებაც ქვეყანაში არსებული მშვიდობის ფონზე შესაძლებელი გახდა აღნიშნული პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა.
„ჩვენთან მთავრობაში, ცენტრალურ ხელისუფლებაში, დაგროვდა სხვადასხვა ტიპის პრობლემები - კორუფციასთან, პროექტების უხარისხოდ შესრულებასთან დაკავშირებით. სხვადასხვა ტიპის პრობლემები იყო და როდესაც ქვეყანა დამშვიდდა ჩვენ მოვახერხეთ და დავიწყეთ ზრუნვა იმ პრობლემების მოგვარებაზეც და ბოლო ერთი წელიწადი ამ კუთხით იყო, ვფიქრობ, რომ გამორჩეულად წარმატებული. ჩვენ მოვახერხეთ მართვის სისტემების დახვეწა და სწორ რელსებზე დაყენება,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ შეხვედრაზე მადლობა გადაუხადა სულხან თამაზაშვილი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოღვაწეობისთვის და მისი მუშაობა შეაფასა როგორც - „სახელმწიფოებრივი დამოკიდებულების, სახელმწიფოებრივი მიდგომის ნამდვილი მაგალითი“.
„მე კონკრეტულად
ბატონ სულხან თამაზაშვილს მინდა გადავუხადო მადლობა. იმისათვის, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში
მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. აჭარაში მართვის სისტემის
მოწესრიგებისთვის და მისი მოღვაწეობა ამ ერთი წლის განმავლობაში იყო სახელმწიფოებრივი
დამოკიდებულების, სახელმწიფოებრივი მიდგომის ნამდვილი მაგალითი. ძალიან ბევრ პროექტს
ჩაუყარა საფუძველი. თქვენ ხედავთ, რომ ძალიან ბევრი რამ ვითარდება, უამრავი პროექტი
ხორციელდება აჭარაში და ეს მხოლოდ დასაწყისია
და ძალიან მასშტაბური გეგმებია და ამ ყველაფერში ბატონ სულხანს განსაკუთრებული წვლილი
მიუძღვის. მადლობა მას განვლილი ერთი წლისთვის,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |