უკრაინა ისრაელს სანქციებით ემუქრება რუსული მარცვლეულის შეძენის გამო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 28 აპრილი 2026, 20:18
ისრაელის ელჩი კიევში გამოიძახეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც გადასცეს საპროტესტო ნოტა ჰაიფის პორტში პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის (Panormitis) შესვლის გამო. გემს რუსული მარცვლეული გადაჰქონდა.

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს მარცვლეული შეგროვებულია იმ რეგიონებში, რომლებიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რუსეთის შემადგენლობაში შევიდა, რის გამოც მას „მოპარულს“ უწოდებენ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ ამან „შეიძლება დააზიანოს მეგობრული უკრაინულ-ისრაელური ურთიერთობები“, და აღნიშნა, რომ ჰაიფისკენ კიდევ ერთი მსგავსი გემიც მიემართება.

ამის საპასუხოდ, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა განაცხადა, რომ ასეთი ბრალდებები უსაფუძვლოა:

„ასეთი ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებები დღემდე არ არის წარმოდგენილი. თქვენ არც კი მოგიმართავთ სამართლებრივი დახმარებისთვის, სანამ მედიასა და სოციალურ ქსელებში გახვიდოდით,“ თქვა საარმა.

ამის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეიძლება ისრაელის მიმართ სანქციები დაწესდეს:

„უკრაინა ჩვენი სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე ამზადებს შესაბამის სანქციების პაკეტს, რომელიც შეეხება როგორც იმ პირებს, ვინც პირდაპირ ახორციელებს მარცვლეულის გადაზიდვას, ასევე იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ცდილობენ მოგების მიღებას ამ კრიმინალური სქემიდან. ამას ევროპელ პარტნიორებთანაც შევათანხმებთ, რათა შესაბამისი პირები შევიდნენ სანქციურ რეჟიმებში,“ - განაცხადა მან.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ტიხიმ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე პრეტენზიები კიევს აქვს არა მხოლოდ ისრაელის, არამედ თურქეთის, ეგვიპტისა და ალჟირის მიმართაც.

ამავე დროს, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინასა და ისრაელს შორის დავა მოსკოვს არ ეხება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტრამპი: ფრიდრიხ მერცმა არ იცის, რას ამბობს - გასაკვირი არაა, რომ გერმანიას საქმეები ასე ცუდად მისდის, როგორც ეკონომიკურად, ასევე სხვა მხრივაც
საპატრიარქო წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომის ოქმს აქვეყნებს
ეკა სეფაშვილი: ძალოვანი სტრუქტურების კოორდინირებული მუშაობა დადებითად აისახება ქვეყნის მართვაზე და უკეთეს შედეგებს მოიტანს
პრემიერი: ბრძოლების ფონზე გარკვეული სირთულეები გუნდის შიგნითაც დაგროვდა. საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის დამშვიდებამ მოგვცა ამ შიდა პრობლემებზე ზრუნვის საშუალება
პრემიერი: ძალიან რთული წლები გამოვიარეთ. თუმცა, ჩვენი ერთიანობით მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. მინდა აღვნიშნო ბიძინა ივანიშვილის როლი ამ მიღწევებში
არქივი