Bloomberg: ევროკავშირი უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტის გადასაცემად პირობების გამკაცრებას გეგმავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
60 29 აპრილი 2026, 11:09

ევროკავშირი აპირებს გაამკაცროს პირობები უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის გამოსაყოფად. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ევროკავშირი ფულის გადაცემის წინაპირობად არაპოპულარული რეფორმების გატარებას აყენებს. კერძოდ, ბრიუსელს სურს, რომ უკრაინამ ბიზნესისთვის საგადასახადო რეფორმები გაატაროს, სანამ ფულს მიიღებს.

როგორც გამოცემა წერს, გადახდების ნაწილი დამოკიდებული იქნება ბიზნესისთვის არაპოპულარული საგადასახადო ცვლილებების დანერგვაზე, კერძოდ, 20%-იანი დამატებითი ღირებულების გადასახადის შემოღებაზე იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მუშაობენ შეღავათიანი სისტემით და მათი წლიური შემოსავალი 4 მილიონ გრივნაზე მეტია.

გეგმას ევროკომისია უკვე განიხილავს. ჯერ საუბარია მხოლოდ 8,4 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსურ დახმარებაზე, რომელიც კიევმა მიმდინარე წელს უნდა მიიღოს, რათა რუსულ აგრესიას გაუმკლავდეს.

როგორც სააგენტოს რამდენიმე ანონიმურმა წყარომ განუცხადა, კიევი თავის მეორე უმსხვილეს დონორს, საერთაშორისო სავალუტო ფონდს სთხოვს გადადოს ანალოგიური მოთხოვნების შემოღება, რათა 8 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტი დროულად მიიღოს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: ახალი არაფერია იმაში, რომ რადიკალურ ოპოზიციას ეკლესიის მიმართ ზიზღი აქვს ჩამოყალიბებული
პაპუაშვილი: საქართველო არასდროს დადგება უკრაინისა და მოლდოვის გზაზე, რომელიც ტერიტორიების დათმობითა და სახელმწიფოს გაუქმებით ევროკავშირში წევრობას გულისხმობს
დავით ქართველიშვილი: ხაზარაძე-გვარამიას კორპორაციამ, აპელირებით „ქართველ ხალხთან“ - კობახიძეს „ღალატში“ დასდო ბრალი?
ირაკლი კობახიძე: როდესაც უპირისპირდები ყველაფერს, რაც დაკავშირებულია შენი ქვეყნის იდენტობასთან, როცა უპირისპირდები მათ შორის შენს დედა ეკლესიას, იქ პოლიტიკურ წარმატებაზე ვერავითარი ამბიცია ვეღარ გექნება
Reuters: კიევმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დაფინანსების შესანარჩუნებლად საზღვარგარეთიდან ამანათებზე გადასახადი უნდა გაზარდოს
არქივი