ირაკლი კობახიძე: რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს ხალხთან ურთიერთობის რესურსი, თავად მიიყვანეს აქამდე საკუთარი თავი, რადგან სიკეთე არაფერი გაუკეთებიათ ამ ქვეყნისთვის, ბოროტება ბევრი გააკეთეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
67 29 აპრილი 2026, 12:16

რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს ხალხთან ურთიერთობის რესურსი, თავად მიიყვანეს აქამდე საკუთარი თავი იმ 9-წლიანი წარსულით, რომელიც ჰქონდათ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და იმ ოპოზიციური წარსულით, რომელიც აქვთ გასული 14 წლის განმავლობაში შექმნილი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რადიკალურ ოპოზიციას სიკეთე არაფერი გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის, ბოროტება კი, ბევრი გააკეთა.

„ვხედავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას არავითარი რესურსი არ აქვს, მათ შორის არ აქვს ხალხთან ურთიერთობის რესურსი. ეს არის საერთო მდგომარეობა, რაც არის შექმნილი რადიკალურ ოპოზიციაში. თავად მიიყვანეს აქამდე საკუთარი თავი იმ 9-წლიანი წარსულით, რომელიც ჰქონდათ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და იმ ოპოზიციური წარსულით, რომელიც აქვთ გასული 14 წლის განმავლობაში შექმნილი. თავად მიიყვანეს აქამდე საკუთარი თავი, რადგან სიკეთე არაფერი გაუკეთებიათ ამ ქვეყნისთვის, ბოროტება ბევრი გააკეთეს. შესაბამისად, საზოგადოებამდე მისასვლელი პირი მათ არ აქვთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: ახალი არაფერია იმაში, რომ რადიკალურ ოპოზიციას ეკლესიის მიმართ ზიზღი აქვს ჩამოყალიბებული
პაპუაშვილი: საქართველო არასდროს დადგება უკრაინისა და მოლდოვის გზაზე, რომელიც ტერიტორიების დათმობითა და სახელმწიფოს გაუქმებით ევროკავშირში წევრობას გულისხმობს
დავით ქართველიშვილი: ხაზარაძე-გვარამიას კორპორაციამ, აპელირებით „ქართველ ხალხთან“ - კობახიძეს „ღალატში“ დასდო ბრალი?
ირაკლი კობახიძე: როდესაც უპირისპირდები ყველაფერს, რაც დაკავშირებულია შენი ქვეყნის იდენტობასთან, როცა უპირისპირდები მათ შორის შენს დედა ეკლესიას, იქ პოლიტიკურ წარმატებაზე ვერავითარი ამბიცია ვეღარ გექნება
Reuters: კიევმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დაფინანსების შესანარჩუნებლად საზღვარგარეთიდან ამანათებზე გადასახადი უნდა გაზარდოს
არქივი