პრემიერი გერმანიაზე: შეუძლიათ, ნებისმიერი სახელი და გვარი დაწერონ საკუთარ ვებგვერდებზე, ჩვენთვის ეს არაფერს ცვლის, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს, როდის მოახერხებს გერმანული ბიუროკრატია გამოვიდეს მის მიერვე შექმნილი კომიკური მდგომარეობიდან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
55 29 აპრილი 2026, 12:28

მათ შეუძლიათ, ნებისმიერი სახელი და გვარი დაწერონ საკუთარ ვებგვერდებზე, ჩვენთვის ეს არაფერს ცვლის, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს, როდის მოახერხებს გერმანული ბიუროკრატია, გამოვიდეს მის მიერვე შექმნილი კომიკური მდგომარეობიდან, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სახელებისა და გვარების არასწორად მითითებას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მხარეს სუბიექტური ინტერესი ნაკლებად აქვს, უბრალოდ ინტერესის საგანია, თუ როდის შეძლებს გამოსვლას გერმანული ბიუროკრატია მის მიერვე შექმნილი კომიკური მდგომარეობიდან.

„ჩვენ, აქ, სუბიექტური ინტერესი ნაკლებად გვაქვს, უფრო მეტად ინტერესის საგანია ჩვენთვის, როდის გადაწყვეტს გერმანული ადმინისტრაცია, გერმანული ბიუროკრატია, გამოვიდეს ამ სრულიად კომიკური მდგომარეობიდან. ვნახოთ, ინტერესით ველოდებით ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ, ნებისმიერი სახელი და გვარი დაწერონ საკუთარ ვებგვერდებზე, ჩვენთვის ეს არაფერს ცვლის, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს, როდის მოახერხებს გერმანული ბიუროკრატია გამოვიდეს მის მიერვე შექმნილი კომიკური მდგომარეობიდან“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უკრაინული მედია: ზელენსკის მეგობარი და სკანდალური კორუფციული საქმის მონაწილე ტიმურ მინდიჩი უკრაინელ მაღალჩინოსნებთან თავდაცვის სფეროში მრავალმილიონიან კონტრაქტებს განიხილავდა
POLITICO: პორტუგალიის პრემიერმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე პუტინის მიწვევის იდეას მხარი დაუჭირა
ნინო წილოსანი: უგულავა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უდგება ოპოზიცია ჩვენს ეკლესიას, ამ რადიკალებს როგორ ეზიზღებოდათ პატრიარქი
ზაალ მიქელაძე: არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემები - სახელმწიფოს ვალდებულებაა მოუსმინოს როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, ასევე კონსტრუქციულ ოპონენტებს, ექიმებსა და პაციენტებს
შალვა პაპუაშვილი: ახალი არაფერია იმაში, რომ რადიკალურ ოპოზიციას ეკლესიის მიმართ ზიზღი აქვს ჩამოყალიბებული
არქივი