Reuters: კიევმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დაფინანსების შესანარჩუნებლად საზღვარგარეთიდან ამანათებზე გადასახადი უნდა გაზარდოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
52 29 აპრილი 2026, 12:41

კიევმა საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან დაფინანსების შესანარჩუნებლად საზღვარგარეთიდან ამანათებზე გადასახადი უნდა გაზარდოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტო აღნიშნავს, რომ სავალუტო ფონდის 8.1 მილიარდი დოლარის ოდენობის პროგრამა ივნისში უნდა გადაიხედოს. ფონდი უკრაინის საგადასახადო ბაზის გაფართოებას დაჟინებით მოითხოვს. პარლამენტს ამ კანონპროექტისთვის ჯერ მხარი არ დაუჭერია, რადგან მას კანონმდებლებს შორის საკმარისი მხარდაჭერა არ აქვს.

„ამანათები ახლა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქცა. ამ კანონის მიღების გარეშე, გადახედვა შესაძლოა საერთოდ არ ჩატარდეს, რაც სერიოზულ უარყოფით შედეგებს გამოიწვევს“,- იუწყება სააგენტო წყაროზე დაყრდნობით.

სტატიის ავტორის ცნობით, ცვლილებების ამოქმედება მინიმუმ 2027 წლამდე გადაიდო. უკრაინის ხელისუფლება პარლამენტში წინააღმდეგობის გამო ფონდის დარწმუნებას ცდილობს ალტერნატიული ზომების მიღებაში. თუ სავალუტო ფონდის პროგრამა ჩაიშლება, უკრაინა ევროკომისიისგან დაფინანსებას ვერ მიიღებს, აღნიშნავს სააგენტო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
POLITICO: პორტუგალიის პრემიერმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე პუტინის მიწვევის იდეას მხარი დაუჭირა
ნინო წილოსანი: უგულავა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უდგება ოპოზიცია ჩვენს ეკლესიას, ამ რადიკალებს როგორ ეზიზღებოდათ პატრიარქი
შალვა პაპუაშვილი: ახალი არაფერია იმაში, რომ რადიკალურ ოპოზიციას ეკლესიის მიმართ ზიზღი აქვს ჩამოყალიბებული
პაპუაშვილი: საქართველო არასდროს დადგება უკრაინისა და მოლდოვის გზაზე, რომელიც ტერიტორიების დათმობითა და სახელმწიფოს გაუქმებით ევროკავშირში წევრობას გულისხმობს
დავით ქართველიშვილი: ხაზარაძე-გვარამიას კორპორაციამ, აპელირებით „ქართველ ხალხთან“ - კობახიძეს „ღალატში“ დასდო ბრალი?
არქივი