ირაკლი კობახიძე: როდესაც უპირისპირდები ყველაფერს, რაც დაკავშირებულია შენი ქვეყნის იდენტობასთან, როცა უპირისპირდები მათ შორის შენს დედა ეკლესიას, იქ პოლიტიკურ წარმატებაზე ვერავითარი ამბიცია ვეღარ გექნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 29 აპრილი 2026, 12:46

როდესაც რადიკალური ოპოზიციის ეს კონკრეტული წარმომადგენელი ასეთი განცხადებებით გამოდის ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით, ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ ამ გაერთიანებას, რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არავითარი პერსპექტივა არ აქვს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან გიგი უგულავას ფეისბუქ-პოსტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

მთავრობის მეთაურის თქმით, როცა უპირისპირდები მათ შორის შენს დედა ეკლესიას, იქ პოლიტიკურ წარმატებაზე ვერავითარი ამბიცია ვეღარ გექნება.

„როდესაც რადიკალური ოპოზიციის ეს კონკრეტული წარმომადგენელი ასეთი განცხადებებით გამოდის ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით, ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ ამ გაერთიანებას, რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არავითარი პერსპექტივა არ აქვს. როდესაც უპირისპირდები ყველაფერს, რაც დაკავშირებულია შენი ქვეყნის იდენტობასთან, როცა უპირისპირდები მათ შორის შენს დედა ეკლესიას, იქ პოლიტიკურ წარმატებაზე ვერავითარი ამბიცია ვეღარ გექნება. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ ადამიანების და ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის სახეს. ესენი არ იყვნენ მხოლოდ ერთეული პოლიტიკოსები, ეს იყო მთელი პარტიული სპექტრი, ეს იყო მედია და ენჯეოები. ყველა იყო ჩართული ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიაში და ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისათვის, რომ ეს კამპანია შეგვენელებინა და შეგვეჩერებინა. მთელი კონტრკამპანია დაგვჭირდა ამისათვის და საბოლოო ჯამში მივაღწიეთ მიზანს, მაგრამ ეს იყო ურთულესი ამოცანა. მათი უცხოელი მეგობრები კარნახობდნენ ასეთი კამპანიის წარმართვას. პარტიები, ენჯეოები, მედია საშუალებები, ყველა იყო ჩართული ამ უმძიმესი კამპანიის წარმოებაში, რომელიც ჩვენ შევაჩერეთ, ჩვენი კონტრკამპანიით. ახლა ცდილობენ, წამოიწყონ ახალი კამპანია, გამოდიან ასეთი განცხადებებით, ამასაც ვერ ექნება წარმატება. ჩვენი ეკლესია იქნება მტკიცე და ძლიერი, როგორც იყო აქამდე და იგივე შემიძლია ვთქვა ქართულ სახელმწიფოზე. როგორც არ უნდა სცადოს რადიკალურმა ოპოზიციამ, ქართული სახელმწიფო იქნება მტკიცე და ძლიერი მომავალშიც“, - განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
POLITICO: პორტუგალიის პრემიერმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე პუტინის მიწვევის იდეას მხარი დაუჭირა
ნინო წილოსანი: უგულავა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უდგება ოპოზიცია ჩვენს ეკლესიას, ამ რადიკალებს როგორ ეზიზღებოდათ პატრიარქი
შალვა პაპუაშვილი: ახალი არაფერია იმაში, რომ რადიკალურ ოპოზიციას ეკლესიის მიმართ ზიზღი აქვს ჩამოყალიბებული
პაპუაშვილი: საქართველო არასდროს დადგება უკრაინისა და მოლდოვის გზაზე, რომელიც ტერიტორიების დათმობითა და სახელმწიფოს გაუქმებით ევროკავშირში წევრობას გულისხმობს
დავით ქართველიშვილი: ხაზარაძე-გვარამიას კორპორაციამ, აპელირებით „ქართველ ხალხთან“ - კობახიძეს „ღალატში“ დასდო ბრალი?
არქივი