აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი ჩერგოლეიშვილს: ხალხი ვერ შეკრიბე, კითხვას ვერ პასუხობ, და ამ ფონზე გაქვს ამბიცია, დაამარცხო ბიძინა ივანიშვილი?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
53 29 აპრილი 2026, 13:03

სამოქალაქო აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი „ოპოზიციური ალიანსის“ მიერ ქუთაისელებთან გამართულ შეხვედრას ეხმიანება. როგორც ფანქველაშვილი ამბობს, მათ 50 კაციც ძლივს შეკრიბეს და თამარ ჩერგოლეიშვილმა იქაც შოუ დადგა.

მისივე თქმით, მან ოპოზიციური ამომრჩევლების კითხვებს არ უპასუხა და „ნერვების აფეთქება და სცენის მოწყობა დაიწყო“.

„ჩერგოლეიშვილმა ქუთაისში ახალი პოლიტიკური ჟანრი დაამკვიდრა „როგორ არ უნდა უპასუხო ელემენტარულ კითხვას“. 50 კაციც ძლივს შეკრიბეს და იქაც შოუ დადგა: ერთი უწყინარი კითხვა დაუსვეს , რატომ ლანძღავდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი-ს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ს მხარდამჭერებს და დაიწყო ტანტრუმების სრული პერფორმანსი. ტანტრუმები გაგრძელდა ქუთაისის უწყვეტ აქციაზე , იგივე კითხვა აქციაზეც დაუსვეს და იქაც იგივე „გენიალური“ პასუხი: ნერვების აფეთქება და სცენის მოწყობა დაიწყო . ხალხი ვერ შეკრიბე, კითხვას ვერ პასუხობ, და ამ ფონზე გაქვს ამბიცია, რომ დაამარცხო ბიძინა ივანიშვილი? მართლა საინტერესო სტრატეგიაა ოპოზიციის მხარდამჭერებს გაუმართო ისტერიკა და ასე უნდა შეიცვალოს ქვეყანა. ასე გააგრძელეთ, მართლა… კიდევ ცოტა და „გადაგვარჩენთ“ ოპოზიციის ალიანსი • Opposition Alliance პ.ს. გვიანია და ხო შეიძლება ეს პოსტი წამოწოლილმა დავწერო ?“- წერს ფანქველაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ბრიუსელის ბიუროკრატების ფერიცვალებას ნურავინ დაიჯერებთ, ჰერჩინსკები და კალასები, იმავე სინდიკატს წარმოადგენენ, რასაც უწინ და არაფერი აქვთ საერთო ევროპულ ღირებულებებსა და დემოკრატიასთან!
დავით ჩიხელიძე: პრემიერის მიერ ფასებთან დაკავშირებული განცხადებები ასახავს რეალობას და ეფუძნება ობიექტურ ეკონომიკურ ფაქტორებს, მაგრამ, ზოგიერთი მედია, მათ შორის, „ტვ პირველი“, ხშირად ფაქტებზე წინ აღქმებს და სიცრუეს აყენებს, რაც აზიანებს როგორც ქვეყნის, ისე საზოგადოების ინტერესს
გია აბაშიძე: შარლატანი მამუკა ხაზარაძის ჯიბის ტელევიზია „ტვ პირველი“მანიპულაციური გამოკითხვებითაც ვერ დააზიანებენ პრემიერ კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“
დავით ქართველიშვილი: ნიკა გვარამია, პროპაგანდისტული „მედია“ და მტრები ამა ქვეყნისანი ვერ გარკვეულან რა ქნან, გააპროტესტონ პრემიერის სიმართლე
შაკო კუჭაშვილი: მელაძის „პირველმა“ სცადა პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია გაევრცელებინა - ადგილობრივი პროპაგანდისტი არ ელოდა, რომ პრემიერი ზუსტად ფლობდა ინფორმაციას რეალურ ფასებთან დაკავშირებით
არქივი