დავით ქართველიშვილი: ხაზარაძე-გვარამიას კორპორაციამ, აპელირებით „ქართველ ხალხთან“ - კობახიძეს „ღალატში“ დასდო ბრალი?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
62 29 აპრილი 2026, 13:08

წუხელ იმაზე შევჯერდით, რომ კილოგრამში 20 ლარიანი ხორცი და კვერცხი 46 თეთრად რეალურად არსებობს - უბრალოდ, თურმე გემრიელი არაა. ოკ, გასაგებია! და ამ მოცემულობაზე დაყრდნობით, ხაზარაძე/გვარამიას კორპორაციამ, აპელირებით "ქართველ ხალხთან" - კობახიძეს "ღალატში" დასდო ბრალი? - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისივე შეფასებით, ოპოზიციური ძალები ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს პოლიტიკური ბრალდებებისთვის იყენებენ.

„ანუ, გუშინდელი თემა გრძელდება. წუხელ იმაზე შევჯერდით, რომ კილოგრამში 20 ლარიანი ხორცი და კვერცხი 46 თეთრად რეალირად არსებობს - უბრალოდ, თურმე გემრიელი არაა. ოკ, გასაგებია! და ამ მოცემულობაზე დაყრდნობით, ხაზარაძე/გვარამიას კორპორაციამ, აპელირებით "ქართველ ხალხთან" - კობახიძეს "ღალატში" დასდო ბრალი? ანუ, ნაცსექტამ - "ღალატის" ახალი კურსი შეიმუშავა - 20 ლარი და 46 თეთრი? ამით წარსულს ჩაბარდა მათი ღალატის ფასი?

დღეს კობახიძეა ერთპიროვნულად დამნაშავე იმაზე, თუ როგორ და რატომ დაცარიელდა ეტაპობრივად 1700 ქართული სოფელი, მათ შორის "ქვების ხროვად" შერაცხული? რატომ ვეღარ "ძოვენ" გლეხის ამარა დარჩენილ რეგიონებში საკმარისი რაოდენობის გემრიელი "ჩიჩიები", რათა 2 მილიონზე მეტი მოსახლეობის მქონე თავკომბალა თბილისი გამოკვებონ იაფი და ხარისხიანი სოფლის პროდუქციით? რათა საღამოს, სახლში დაბრუნებული იმ 600 ათასი ავტომანქანის მძღოლმა - მთელი დღის განმავლობაში წრეებს რომ ურტყამენ თბილისის ქუჩებს - ხარისხიანი და იაფი კატლეტი მიირთვან?

ამ ყველაფრის გამო - მავნებლებმა, მოღალატეებმა და უსამშობლოებმა - კობახიძეს ვერდიქტი გამოუტანეს ღალატში? თანაც - მისივე მომხრეების სახელით? იმავე სოფლის მეურნეობაში ქვეყანაში არსებული სირთულეები, რომელთა ხანდაზმულობა იმაზე უფრო დიდია, ვიდრე ირაკლი კობახიძე გამოჩნდებოდა ქართულ პოლიტიკაში, გამრავლებული გემოდაკარგულ კვერცხზე - დღეს კობახიძის "ღალატის" ფორმულაშია ასახული? და რომელი ხართ ის მშიერი და პირში გემოდაკარგული "ქართველი ხალხი" - ვინც ამაში მას ერთპიროვნულ ბრალს სდებთ?“ - წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
POLITICO: პორტუგალიის პრემიერმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე პუტინის მიწვევის იდეას მხარი დაუჭირა
ნინო წილოსანი: უგულავა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უდგება ოპოზიცია ჩვენს ეკლესიას, ამ რადიკალებს როგორ ეზიზღებოდათ პატრიარქი
შალვა პაპუაშვილი: ახალი არაფერია იმაში, რომ რადიკალურ ოპოზიციას ეკლესიის მიმართ ზიზღი აქვს ჩამოყალიბებული
პაპუაშვილი: საქართველო არასდროს დადგება უკრაინისა და მოლდოვის გზაზე, რომელიც ტერიტორიების დათმობითა და სახელმწიფოს გაუქმებით ევროკავშირში წევრობას გულისხმობს
ირაკლი კობახიძე: როდესაც უპირისპირდები ყველაფერს, რაც დაკავშირებულია შენი ქვეყნის იდენტობასთან, როცა უპირისპირდები მათ შორის შენს დედა ეკლესიას, იქ პოლიტიკურ წარმატებაზე ვერავითარი ამბიცია ვეღარ გექნება
არქივი