დავით ჩიხელიძე: პრემიერის მიერ ფასებთან დაკავშირებული განცხადებები ასახავს რეალობას და ეფუძნება ობიექტურ ეკონომიკურ ფაქტორებს, მაგრამ, ზოგიერთი მედია, მათ შორის, „ტვ პირველი“, ხშირად ფაქტებზე წინ აღქმებს და სიცრუეს აყენებს, რაც აზიანებს როგორც ქვეყნის, ისე საზოგადოების ინტერესს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
47 29 აპრილი 2026, 13:19

ხაზარაძის მარიონეტების მხრიდან სხვისთვის „მოღალატის“ იარლიყის მიწებება მინიმუმ ამორალურია, ზოგადად მსგავსი ტიპის და შინაარსის პოსტები, უფრო მეტად გამხმოვანებელს აზიანებს და არა ადრესატს, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ შესახებ.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ნარატივი, რომ ირაკლი კობახიძე მოღალატეა, საქართველოში არ მუშაობს და არ იმუშავებს, ვინაიდან ხალხს კარგად შეუძლია ერთმანეთისგან გაარჩიოს ემოციური პროპაგანდა და რეალობა. მისივე შეფასებით, საზოგადოება „ტვ პირველის“ დღის წესრიგით არ ცხოვრობს და ის საკუთარ შეფასებებს ფაქტებზე დაყრდნობით აყალიბებს.

„ხაზარაძის მარიონეტების მხრიდან სხვისთვის „მოღალატის“ იარლიყის მიწებება მინიმუმ ამორალურია, ზოგადად მსგავსი ტიპის და შინაარსის პოსტები, უფრო მეტად გამხმოვანებელს აზიანებს და არა ადრესატს.

ნარატივი, თითქოს კობახიძე მოღალატეა, საქართველოში არ მუშაობს და არ იმუშავებს, საზოგადოებას კარგად შეუძლია ერთმანეთისგან გაარჩიოს ემოციური პროპაგანდა და რეალობა. საზოგადოება ტვ პირველის დღის წესრიგით არ ცხოვრობს და ის საკუთარ შეფასებებს ფაქტებზე დაყრდნობით აყალიბებს.

რაც შეეხება პრემიერის მიერ ფასებთან დაკავშირებულ განცხადებებს, ისინი ასახავს რეალობას და ეფუძნება ობიექტურ ეკონომიკურ ფაქტორებს.

პრობლემა ის არის, რომ ზოგიერთი მედია, მათ შორის „ტვ პირველის“ წარმომადგენლები, ხშირ შემთხვევაში ფაქტებზე წინ აღქმებს და სიცრუეს აყენებენ, რაც აზიანებს როგორც ქვეყნის, ასევე საზოგადოების ინტერესს“, - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ბრიუსელის ბიუროკრატების ფერიცვალებას ნურავინ დაიჯერებთ, ჰერჩინსკები და კალასები, იმავე სინდიკატს წარმოადგენენ, რასაც უწინ და არაფერი აქვთ საერთო ევროპულ ღირებულებებსა და დემოკრატიასთან!
აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი ჩერგოლეიშვილს: ხალხი ვერ შეკრიბე, კითხვას ვერ პასუხობ, და ამ ფონზე გაქვს ამბიცია, დაამარცხო ბიძინა ივანიშვილი?
გია აბაშიძე: შარლატანი მამუკა ხაზარაძის ჯიბის ტელევიზია „ტვ პირველი“მანიპულაციური გამოკითხვებითაც ვერ დააზიანებენ პრემიერ კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“
დავით ქართველიშვილი: ნიკა გვარამია, პროპაგანდისტული „მედია“ და მტრები ამა ქვეყნისანი ვერ გარკვეულან რა ქნან, გააპროტესტონ პრემიერის სიმართლე
შაკო კუჭაშვილი: მელაძის „პირველმა“ სცადა პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია გაევრცელებინა - ადგილობრივი პროპაგანდისტი არ ელოდა, რომ პრემიერი ზუსტად ფლობდა ინფორმაციას რეალურ ფასებთან დაკავშირებით
არქივი