ახალი არაფერია იმაში, რომ რადიკალურ ოპოზიციას ეკლესიის მიმართ ზიზღი აქვს ჩამოყალიბებული. დავაკვირდეთ, გიგი უგულავას, არჩილ გამზარდიას და სხვებს, ამ ხალხს ვინ ჩამოართმევს ხელს, რომელი უცხოელი. იციან, რომ ამ განცხადებების გამო ქართველები შეაჩვენებენ, მაგრამ ეკლესიას შეურაცხყოფას აყენებენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტმა გიგი უგულავას ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა, სადაც უგულავამ დაწერა: „პატრიარქი მოკვდა, გაუმარჯოს ეგზარქოსს“.
„საზოგადოებას და მედიას მოვუწოდებ, ამ ყველაფერს მშვიდად შევხედოთ. რადიკალურ ოპოზიციას ქართული ეკლესიის მიმართ რა ზიზღიც აქვს, ვიცით. ისინი ხელისუფლებაში როცა იყვნენ, რას აკეთებდნენ, ვიცით და ოპოზიციაში რასაც ცდილობენ, ამასაც ვხედავთ. ახალი არაფერია იმაში, რომ რადიკალურ ოპოზიციას ეკლესიის მიმართ ზიზღი აქვს ჩამოყალიბებული.
დავაკვირდეთ, გიგი უგულავას, არჩილ გამზარდიას და სხვებს, ამ ხალხს ვინ ჩამოართმევს ხელს, რომელი უცხოელი. იციან, რომ ამ განცხადებების გამო ქართველები შეაჩვენებენ, მაგრამ ეკლესიას შეურაცხყოფას აყენებენ. ქართველი ხალხის რეაქციას ეგუებიან, რათა თავი მოაწონონ უცხოელ დამკვეთებს. ამიტომ შევხედოთ, ვისთან იქნებიან, რომელ საელჩოში შევლენ-გამოვლენ, ვინ ჩამოართმევთ მათ ხელს. ვიცოდეთ, ვინც მათ ხელს ჩამოართმევს, ისინი არიან ელჩები და უცხოელები, რომლებიც აქეზებენ, აფინანსებენ და მხარს უჭერენ ქართული ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიას. ოპოზიციის ნირი ვიცით. ახლა დავაკვირდეთ, მათი შემკვეთი ვინ არის. ეს შეკვეთა უცხოეთიდან მოდის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |