POLITICO: პორტუგალიის პრემიერმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე პუტინის მიწვევის იდეას მხარი დაუჭირა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 29 აპრილი 2026, 14:53

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა, ლუიშ მონტენეგრომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის აშშ-ში გასამართ „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიწვევის იდეას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული განცხადება მონტენეგრომ კვიპროსზე გამართულ ევროკავშირის სამიტზე გააკეთა. მისი თქმით, რუსეთთან დიალოგი კონფლიქტების მოგვარებისთვის საჭიროა.

პორტუგალიის პრემიერს აღნიშნულმა განცხადებამ ევროკავშირის დიპლომატიურ წრეებში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მონტენეგროს წინადადება „დააჯილდოებს აგრესორს, რომელმაც მშვიდობისკენ იოტისოდენა ნაბიჯიც კი არ გადადგა“.

პორტუგალიის სხვა ოფიციალური პირების განცხადებით, პრემიერმა აღნიშნული განცხადება გააკეთა იმიტომ, რომ რუსეთის მონაწილეობა სამიტში უკრაინის საუკეთესო ინტერესებს მოემსახურებოდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი ხუნდაძე პარტია „საქართველოსთვის“ წევრ ქეთევან ბაკარაძეზე: დაუშვებელია პოლიტიკური სარგებლის მიღებისთვის, თავის გამოჩენის მიზნით თემებით სპეკულაციები
ზაალ მიქელაძე პარტია „საქართველოსთვის“ წევრს, ქეთევან ბაკარაძეს: თქვენი კითხვის დასმის ფორმა, რბილად ვიტყვი, იყო აბსოლუტურად მიუღებელი
დიმიტრი ხუნდაძე ჯანდაცვის მინისტრს: სწრაფი გადაწყვეტილებები და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა, ასევე, სამინისტროს ნაწილობრივად დაყოფა, მენეჯმენტის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, გაზრდიდა თითოეული სექტორული მიმართულების ეფექტურობას
მიხეილ სარჯველაძე: ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც კი. EMA წერს - „კვლევამ ვერ აჩვენა, რომ ელევიდისს 12 თვის შემდეგ რაიმე გავლენა ჰქონდა პაციენტების მოძრაობის უნარზე“
მიხეილ სარჯველაძე: ონკოლოგიის დაფინანსება მზარდი დინამიკით ხასიათდებოდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და 2025 წელს ჯამში შეადგინა 400 მილიონზე მეტი
არქივი