დიმიტრი ხუნდაძე პარტია „საქართველოსთვის“ წევრ ქეთევან ბაკარაძეზე: დაუშვებელია პოლიტიკური სარგებლის მიღებისთვის, თავის გამოჩენის მიზნით თემებით სპეკულაციები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
60 29 აპრილი 2026, 16:21
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის “ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ინტერპელაციის წესით „ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის“ მინისტრის მიხეილ სარჯველაძის მოსმენისას პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. გამოსვლის დასაწყისში ხუნდაძემ მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ წევრს, ქეთევან ბაკარაძეს და მოუწოდა კომუნიკაციის სტანდარტების დაცვისა და ზიზღის ენის გამოუყენებლობისკენ. დიმიტრი ხუნდაძის შენიშვნა ეხებოდა ბაკარაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სარჯველაძე არის არა მხოლოდ წარუმატებელი მინისტრი, არამედ ადამიანების სიცოცხლისათვის საშიში თანამდებობის პირია.

„სანამ დარგობრივ კითხვებზე გადავალ, მსურს აქ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გამოვთქვა ჩემი პოზიცია. პირველ რიგში, მოგესალმებით ბატონო მიხეილ და მსურს თანამოზიარე ვიყო თქვენი გამოსვლის თავში და ბოლოში გამოთქმული ობიექტური გაბრაზების. დაუშვებელია პოლიტიკური სარგებლის მიღებისთვის, თავის გამოჩენის თუ ამ გზით ცნობადობის გაზრდის მიზნით თემებით სპეკულაციები, მით უმეტეს, რომ ეს თემები ეხება ჯანდაცვას, ადამიანებს და ბავშვებს. ვფიქრობ, დაუშვებელია სიძულვილისა და ზიზღის ენით საუბარი. ქალბატონო ქეთი {ბაკარაძე}, თქვენი მხრიდან იყო ექიმის პროფესიაზე და ამ დარგის ცოდნაზე ხაზგასმა. ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით ექიმისთვის დაუშვებელის სიძულვილისა და ზიზღის ენით საუბარი, ამის გარეშეც შეიძლება განსხვავებული აზრის გამოთქმა. მეც მაქვს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი, მაგრამ ხომ შეიძლება, დავიცვათ მინიმალური სტანდარტი და უბრალოდ არ ვისაუბროთ ზიზღის ენით,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: მაინტერესებს, როგორ აპირებს ინვესტიცების ახალი სააგენტო ქართული პროდუქციის ექსპორტის ეფექტურ ლობირებას საერთაშორისო ბაზრებზე
ვარსკვლავების წარმოქმნა მთავრდება ირმის ნახტომის ცენტრიდან 40 000 სინათლის წლის მანძილზე: არავინ იცის რატომ
ნინო წილოსანი - პოლონეთის გადაწყვეტილება პასუხობს ქართველი რადიკალების მოთხოვნას, რომ დეზინფორმაციის და მავნებლური პროპაგანდის ახალი კერა გაჩნდეს
ზაალ მიქელაძე პარტია „საქართველოსთვის“ წევრს, ქეთევან ბაკარაძეს: თქვენი კითხვის დასმის ფორმა, რბილად ვიტყვი, იყო აბსოლუტურად მიუღებელი
დიმიტრი ხუნდაძე ჯანდაცვის მინისტრს: სწრაფი გადაწყვეტილებები და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა, ასევე, სამინისტროს ნაწილობრივად დაყოფა, მენეჯმენტის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, გაზრდიდა თითოეული სექტორული მიმართულების ეფექტურობას
არქივი