CNN: ნავთობის ფასები 5%-ით გაიზარდა ჰორმუზის სრუტის ხანგრძლივი ჩაკეტვის პერსპექტივის ფონზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 29 აპრილი 2026, 18:49

ნავთობის ფასები კვლავ გაიზარდა, რადგან ტრეიდერები ჰორმუზის სრუტის ხანგრძლივი ჩაკეტვისთვის ემზადებიან, - წერს CNN-ი.

Brent-ის მარკის ნავთობი, რომელიც გლობალურ ეტალონად ითვლება, 5%-ით გაძვირდა და ბარელზე $116.8 შეადგინა, რითაც ერთკვირიანი ზრდის ტენდენცია განაგრძო. ამერიკული ნავთობის ეტალონი, WTI, 4.9%-ით გაიზარდა და ბარელზე $104.8-ს მიაღწია.

მიწოდებასთან დაკავშირებული შეშფოთება კიდევ უფრო გაამწვავა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებებში შექმნილმა აშკარა ჩიხმა.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკმაყოფილება გამოხატა თეირანის ბოლო წინადადების მიმართ ომის დასრულების შესახებ და თანაშემწეებს ირანის ხანგრძლივი ბლოკადისთვის მომზადება დაავალა.

„რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება არსებული მდგომარეობა - არც ომი და არც მშვიდობა - მით უფრო ნეგატიური იქნება ეს მაკროეკონომიკური სურათისთვის“, - განაცხადა მოჰიტ კუმარმა, Jefferies-ის მთავარმა ეკონომისტმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირანის წინააღმდეგ ომი აშშ-ს ამ მომენტისთვის 25 მილიარდი დოლარი დაუჯდა
დავით ქართველიშვილი: უწმინდესის დანატოვარს, მის ანდერძს, მემკვიდრეობას წმინდა სინოდის უდიდესი ნაწილი პატივს სცემს და აპირებს, მის მემკვიდრეობაზე ააგოს ჩვენი ეკლესიის ხვალინდელი დღე
პენტაგონი: აშშ-მა ირანის ომზე 25 მილიარდი დოლარი დახარჯა
მერცი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვაზე: ამას პირდაპირი გავლენა აქვს ჩვენს ენერგომომარაგებაზე და მასშტაბური გავლენა ჩვენს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირში არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ თურქეთი წევრად მიიღონ, მაშინაც კი, თუ პირობებს დააკმაყოფილებს
არქივი