გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მისი ურთიერთობა კვლავ „კარგია“. მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც სამშაბათს ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში თავისი გერმანელი კოლეგა გააკრიტიკა.
„ჩემი გადმოსახედიდან გამომდინარე, ჩემი პირადი ურთიერთობა აშშ-ის პრეზიდენტთან კვლავ კარგია“, - განუცხადა მერცმა ბერლინში ჟურნალისტებს. „მე უბრალოდ თავიდანვე მქონდა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რაც იქ, ირანის ომით დაიწყო“.
მისი თქმით, გერმანია და ევროპა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შედეგებს იმკიან.
„ამას პირდაპირი გავლენა აქვს ჩვენს ენერგომომარაგებაზე და მასშტაბური გავლენა ჩვენს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე“, - თქვა მან.
სამშაბათს Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპი თავს დაესხა მერცს მისი პოზიციის გამო ომთან დაკავშირებით და დაწერა: „გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი ფიქრობს, რომ ირანისთვის ბირთვული იარაღის ქონა ნორმალურია. მან არ იცის, რაზე ლაპარაკობს!“
მან განაგრძო: „გასაკვირი არ არის, რომ გერმანიას ასეთი ცუდი შედეგები აქვს, როგორც ეკონომიკურად, ისე სხვა მხრივაც!“
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |