პენტაგონი: აშშ-მა ირანის ომზე 25 მილიარდი დოლარი დახარჯა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
63 29 აპრილი 2026, 19:56

აშშ-ის სამხედრო უწყებამ თებერვლის ბოლოს დაწყებული ირანის ომისთვის დაახლოებით 25 მილიარდი დოლარი დახარჯა - განუცხადა პენტაგონის მთავარმა ფინანსურმა ოფიცერმა კანონმდებლებს ოთხშაბათს.

ჯულს ჯეი ჰერსტმა წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს განუმარტა, რომ ამ ხარჯების უდიდესი ნაწილი საბრძოლო მასალებზე მოდის, ნაწილი კი ტექნიკურ მომსახურებასა და აღჭურვილობის ჩანაცვლებაზე დაიხარჯა.

ომის ზუსტი ღირებულება კანონმდებლებისთვის აქამდე ბუნდოვანი რჩებოდა და ეს საკითხი სულ უფრო პოლიტიზებული ხდება, მაშინ როდესაც კონგრესი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 2027 ფისკალური წლისთვის მოთხოვნილ 1.5 ტრილიონი დოლარის თავდაცვის ბიუჯეტს განიხილავს.

„მოხარული ვარ, რომ ამ კითხვას უპასუხეთ, რადგან ამას ძალიან დიდი ხანია ვითხოვთ და აქამდე ციფრი არავის უთქვამს“, - მიმართა ჰერსტს ადამ სმიტმა, კომიტეტის წამყვანმა „დემოკრატმა“.

ამ დრომდე ომში აშშ-ის ცამეტი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამჟამად კონფლიქტის ზონაში მყიფე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი კალანდარიშვილი: გვესმის ბრალდებები არჩევნების შესაძლო მანიპულაციასთან დაკავშირებით, თუმცა ვერც საერთაშორისო დონეზე ვერ მოვისმინეთ ისეთი მტკიცებულება, რომელიც რაიმენაირად დაადასტურებდა რომელიმე ბრალდების არსებობას
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნასთან დაკავშირებულ კანონს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა და უკვე ძალაშია
ტრამპი ირანზე: ბლოკადა გარკვეულწილად უფრო ეფექტურია, ვიდრე დაბომბვა - მათ ჩასუქებული ღორივით სული ეხუთებათ
ბათუმში, გორგილაძისა და აბაშიძის ქუჩების კვეთაზე, სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
Deutsche Welle: წინასწარი მონაცემებით, ირანის ომის გამო, აპრილში გერმანიაში ენერგომატარებლებზე ფასები 10.1%-ით გაიზარდა, რამაც გერმანიაში ინფლაციის საერთო მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა გამოიწვია
არქივი