ირანის წინააღმდეგ ომი აშშ-ს ამ მომენტისთვის 25 მილიარდი დოლარი დაუჯდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
17 29 აპრილი 2026, 20:48

ირანის წინააღმდეგ ომი აშშ-ს ამ მომენტისთვის 25 მილიარდი დოლარი დაუჯდა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინსპექტორმა, ჯულს ჰერსტმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის მოსმენაზე განაცხადა.

ჰერსტის პასუხი კომიტეტის დემოკრატი წევრის, ადამ სმიტის კითხვას მოყვა, რომელმაც იკითხა რამდენი დაუჯდა ირანის წინააღმდეგ ომი აშშ-ს ამ მომენტისთვის და აპირებს თუ არა თავდაცვის დეპარტამენტი უახლოეს მომავალში კონგრესის წევრებისთვის სრული ხარჯთაღრიცხვის გადაცემას.

ჰერსტის თქმით, ამ მომენტისთვის აშშ-ის ხარჯები “დაახლოებით 25 მილიარდ დოლარს” შეადგენს და აქედან უდიდესი ნაწილი საბრძოლო მასალაზე მიდის.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი