ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ირანის ომი ევროკავშირს დღეში 500 მილიონი ევრო უჯდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
11 29 აპრილი 2026, 20:49

ევროპა ყოველდღიურად თითქმის 500 მილიონ ევროს კარგავს, რადგან ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი წიაღისეული საწვავის ფასებს ზრდის, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ოთხშაბათს.

„კონფლიქტის სულ რაღაც 60 დღეში, წიაღისეული საწვავის იმპორტის ხარჯი 27 მილიარდ ევროზე მეტით გაიზარდა ყოველგვარი დამატებითი ენერგიის გარეშე“, - აღნიშნა მან სტრასბურგში, ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლისას.

ფონ დერ ლაიენმა აღნიშნული კონფლიქტი წარმოაჩინა, როგორც კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ევროკავშირმა უნდა დააჩქაროს იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე უარის თქმის პროცესი და ელექტროენერგიაზე გადასვლა.

„გზა წინ აშკარაა. ჩვენ უნდა შევამციროთ ჩვენი გადამეტებული დამოკიდებულება იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე და ხელი შევუწყოთ ჩვენსავე წარმოებულ, ხელმისაწვდომ და სუფთა ენერგიის მიწოდებას - განახლებადი წყაროებიდან ბირთვულ ენერგიამდე, ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის სრული დაცვით“, - განაცხადა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი კალანდარიშვილი: გვესმის ბრალდებები არჩევნების შესაძლო მანიპულაციასთან დაკავშირებით, თუმცა ვერც საერთაშორისო დონეზე ვერ მოვისმინეთ ისეთი მტკიცებულება, რომელიც რაიმენაირად დაადასტურებდა რომელიმე ბრალდების არსებობას
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნასთან დაკავშირებულ კანონს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა და უკვე ძალაშია
ტრამპი ირანზე: ბლოკადა გარკვეულწილად უფრო ეფექტურია, ვიდრე დაბომბვა - მათ ჩასუქებული ღორივით სული ეხუთებათ
ბათუმში, გორგილაძისა და აბაშიძის ქუჩების კვეთაზე, სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
Deutsche Welle: წინასწარი მონაცემებით, ირანის ომის გამო, აპრილში გერმანიაში ენერგომატარებლებზე ფასები 10.1%-ით გაიზარდა, რამაც გერმანიაში ინფლაციის საერთო მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა გამოიწვია
არქივი