Deutsche Welle: წინასწარი მონაცემებით, ირანის ომის გამო, აპრილში გერმანიაში ენერგომატარებლებზე ფასები 10.1%-ით გაიზარდა, რამაც გერმანიაში ინფლაციის საერთო მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა გამოიწვია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
11 29 აპრილი 2026, 21:10

წინასწარი მონაცემებით, ირანის ომის გამო, აპრილში გერმანიაში ენერგომატარებლებზე ფასები 10.1%-ით გაიზარდა, რამაც გერმანიაში ინფლაციის საერთო მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

2024 წლის აპრილთან შედარებით, სამომხმარებლო ფასები გერმანიაში 2.9%-ით გაიზარდა - ამის შესახებ ოთხშაბათს, ფედერალურმა სტატისტიკურმა უწყებამ განაცხადა.

სტატისტიკური უწყების წინასწარი შეფასებით, მარტთან შედარებით ეს მაჩვენებელი 0.6%-ით გაიზარდა. ამასთან, კვების პროდუქტებზე ფასების ზრდამ 1.2% შეადგინა, ხოლო მომსახურებაზე - 2.8%.

ჰანს ბიოკლერის ფონდის მაკროეკონომიკისა და კონიუნქტურის კვლევის ინსტიტუტის (IMK) ინფლაციის ექსპერტმა, სილკე ტობერმა „ენერგეტიკულ საფასო შოკზე“ ისაუბრა.

ამავდროულად, მომსახურების სფეროში ინფლაციის დონე მკვეთრად შემცირდა, რამაც გარკვეულწილად შეამსუბუქა ინფლაციის საერთო ზრდა - განმარტა განვითარების ბანკის (KfW) მთავარმა ეკონომისტმა, დირკ შუმახერმა.

თუმცა, მან დასძინა, რომ საქმე გვაქვს სეზონურ ეფექტთან, ამიტომ ეს მოვლენა არ უნდა იქნას აღქმული, როგორც დაძაბულობის შესუსტების რეალური ნიშანი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა
გიორგი კალანდარიშვილი: გვესმის ბრალდებები არჩევნების შესაძლო მანიპულაციასთან დაკავშირებით, თუმცა ვერც საერთაშორისო დონეზე ვერ მოვისმინეთ ისეთი მტკიცებულება, რომელიც რაიმენაირად დაადასტურებდა რომელიმე ბრალდების არსებობას
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნასთან დაკავშირებულ კანონს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა და უკვე ძალაშია
ტრამპი ირანზე: ბლოკადა გარკვეულწილად უფრო ეფექტურია, ვიდრე დაბომბვა - მათ ჩასუქებული ღორივით სული ეხუთებათ
ბათუმში, გორგილაძისა და აბაშიძის ქუჩების კვეთაზე, სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
არქივი