ტრამპი ირანზე: ბლოკადა გარკვეულწილად უფრო ეფექტურია, ვიდრე დაბომბვა - მათ ჩასუქებული ღორივით სული ეხუთებათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 29 აპრილი 2026, 21:25

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მან უარყო ირანის წინადადება აშშ-ის ბლოკადის მოხსნისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ.

მას პირველ რიგში ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის გარანტიები სურს. Axios-თან სატელეფონო ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ „მათ არ შეიძლება ჰქონდეთ ბირთვული იარაღი“.

„ბლოკადა გარკვეულწილად უფრო ეფექტურია, ვიდრე დაბომბვა. მათ ჩასუქებული ღორივით სული ეხუთებათ. და მათთვის ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდება. მათ არ შეიძლება ჰქონდეთ ბირთვული იარაღი“, - დასძინა ტრამპმა.

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა ბლოკადის ეფექტურობა შეაქო, ინტერვიუს დროს მან შესაძლო სამხედრო გეგმებზე არ უსაუბრია.

„მათ გარიგება სურთ. მათ არ უნდათ, რომ ბლოკადა გავაგრძელო. მე კი არ მინდა [ბლოკადის მოხსნა], რადგან არ მინდა, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ“, - განაცხადა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა
გიორგი კალანდარიშვილი: გვესმის ბრალდებები არჩევნების შესაძლო მანიპულაციასთან დაკავშირებით, თუმცა ვერც საერთაშორისო დონეზე ვერ მოვისმინეთ ისეთი მტკიცებულება, რომელიც რაიმენაირად დაადასტურებდა რომელიმე ბრალდების არსებობას
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნასთან დაკავშირებულ კანონს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა და უკვე ძალაშია
ბათუმში, გორგილაძისა და აბაშიძის ქუჩების კვეთაზე, სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
Deutsche Welle: წინასწარი მონაცემებით, ირანის ომის გამო, აპრილში გერმანიაში ენერგომატარებლებზე ფასები 10.1%-ით გაიზარდა, რამაც გერმანიაში ინფლაციის საერთო მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა გამოიწვია
არქივი