გიორგი კალანდარიშვილი: გვესმის ბრალდებები არჩევნების შესაძლო მანიპულაციასთან დაკავშირებით, თუმცა ვერც საერთაშორისო დონეზე ვერ მოვისმინეთ ისეთი მტკიცებულება, რომელიც რაიმენაირად დაადასტურებდა რომელიმე ბრალდების არსებობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 29 აპრილი 2026, 22:03

ჩვენ დისკუსიისა და დებატების ფარგლებში, ფაქტობრივად, დავფარეთ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც არსებობდა რაიმე წუხილები, თუ კითხვის ნიშნები, - განუცხადა „ქრონიკას“ პარიზში, ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ვენეციის კომისიის წარმომადგენლთა მონაწილეობით გამართულ დებატებში მონაწილეობდა.

კალანდარიშვილმა დისკუსიაში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გაჟღერებულ საკითხებზე ისაუბრა.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, როგორიც არის, მაგალითად, მიკერძოებული და პოლიტიკურად მოტივირებული დაკვირვების შემთხვევები. როგორიც არის ე.წ. ფეიკ დაკვირვების შემთხვევები, რომელსაც ეუთო არაერთ ანგარიშში აღნიშნავს კიდეც. ვისაუბრეთ იმ განვითარების გზებზე, რომელიც ჩვენი ინსტიტუციის კომპეტენციის ფარგლებში შეიძლება არსებობდეს.

რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა, 2024 წლის არჩევნების ჭრილში სხვადასხვა გარემოებასთან დაკავშირებით და ჩვენ დისკუსიისა და დებატების ფარგლებში, ფაქტობრივად, დავფარეთ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც არსებობდა რაიმე წუხილები, თუ კითხვის ნიშნები.

ბოლო ორი წელია, გვესმის უსაფუძვლო ბრალდებები არჩევნების შესაძლო მანიპულაციასთან დაკავშირებით, თუმცა ვერც ადგილობრივ და ვერც საერთაშორისო დონეზე ჩვენ ვერ ვნახეთ და ვერ მოვისმინეთ ისეთი მტკიცებულება, რომელიც რაიმენაირად დაადასტურებდა, რომელიმე ამ ბრალდების არსებობას“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნასთან დაკავშირებულ კანონს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა და უკვე ძალაშია
ტრამპი ირანზე: ბლოკადა გარკვეულწილად უფრო ეფექტურია, ვიდრე დაბომბვა - მათ ჩასუქებული ღორივით სული ეხუთებათ
ბათუმში, გორგილაძისა და აბაშიძის ქუჩების კვეთაზე, სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
Deutsche Welle: წინასწარი მონაცემებით, ირანის ომის გამო, აპრილში გერმანიაში ენერგომატარებლებზე ფასები 10.1%-ით გაიზარდა, რამაც გერმანიაში ინფლაციის საერთო მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა გამოიწვია
არქივი