ირაკლი კირცხალია: როდესაც აგენტურა, თავიანთ პატრონებთან ერთად, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, გიანონსებს აქციას, უბრალოდ, ის სრულიად განწირულია კრახისთვის და ეს ყველაფერი ღიმილის მომგვრელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
54 29 აპრილი 2026, 23:56

როდესაც აგენტურა, თავიანთ პატრონებთან ერთად, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, გიანონსებს აქციას, ეს უბრალოდ, სრულიად განწირულია კრახისთვის და ყველაფერი ღიმილის მომგვრელია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ 26 მაისს რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას.

მან ისაუბრა, თუ რას შეიძლება ელოდოს საზოგადოება რადიკალების მიერ დაანონსებული აქციისგან.

„ისინი მუდმივად ემზადებიან და ყველა შანსს გამოიყენებენ, რადგან ღია ბრძოლა აქვთ გამოცხადებული ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ჩვენი ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკის წინააღმდეგ აქვთ ღია ბრძოლა გამოცხადებული; ჩვენი ეკონომიკური წინსვლისთვის აქვთ ღია ბრძოლა გამოცხადებული და როგორც ჩვენ ვნახეთ, სხვადასხვა მცდელობა აქვთ სახელმწიფო გადატრიალების. ყოველთვის არიან მზადებაში, რომ ნებისმიერი შანსი - იქნება ეს დაფინანსება, ცრუ აღქმა, განცხადება, რეზოლუცია და ასე შემდეგ, ქმედება და ნაბიჯი, კოორდინირებულად, ერთად, კოლექტიურად განახორციელონ, რომ როგორმე აქ, ჩვენს ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია.

რაც შეეხება 26 მაისის აქციას, ეს უბრალოდ ღიმილის მომგვრელია, როდესაც ჩვენ ღია, გამჟღავნებულ აგენტურაზე ვსაუბრობთ და ეს აგენტურა თავიანთ პატრონებთან ერთად, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, გიანონსებს აქციას, ეს უბრალოდ, სრულიად განწირულია კრახისთვის და ეს ყველაფერი ღიმილის მომგვრელია“, - განაცხადა კირცხალიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩზე - თვითონ ეს ადამიანია ხარვეზი დიპლომატიის და თვითონ ეს ადამიანია ხარვეზი გერმანიის საქართველოში
კირცხალია VT Sakartvelo News-ზე: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რას ებრძვიან, ებრძვიან პირველ რიგში ავტორიტეტებს
ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა
გიორგი კალანდარიშვილი: გვესმის ბრალდებები არჩევნების შესაძლო მანიპულაციასთან დაკავშირებით, თუმცა ვერც საერთაშორისო დონეზე ვერ მოვისმინეთ ისეთი მტკიცებულება, რომელიც რაიმენაირად დაადასტურებდა რომელიმე ბრალდების არსებობას
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნასთან დაკავშირებულ კანონს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა და უკვე ძალაშია
არქივი