ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩზე - თვითონ ეს ადამიანია ხარვეზი დიპლომატიის და თვითონ ეს ადამიანია ხარვეზი გერმანიის საქართველოში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
67 30 აპრილი 2026, 01:08
თვითონ ეს ადამიანია ხარვეზი დიპლომატიის და თვითონ ეს ადამიანია ხარვეზი გერმანიის საქართველოში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ "იმედის" ეთერში გერმანიის ელჩთან, პეტერ ფიშერთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე დღემდე სალომე ზურაბიშვილი ჰყავთ პრეზიდენტად მითითებული და საგარეო საქმეთა მინისტრად დღეს უკვე დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი ილია დარჩიაშვილი.

"რაც შეეხება გერმანიის ელჩს და იმ ყბადაღებულ თემას თუ არ ვცდები გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდს, სადაც სალომე ზურაბიშვილს აღიარებენ პრეზიდენტად თურმე და დღეს უკვე ბრიტანეთში ჩვენი სრულუფლებიანი ელჩი მოხსენიებული ჰყავთ როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი და რას ამბობს აქ ბატონი ელჩი გერმანიის, რომ ეს არის ხარვეზი. მე ვიტყვი, რომ თვითონ ეს ადამიანია ხარვეზი დიპლომატიის და თვითონ ეს ადამიანია ხარვეზი გერმანიის საქართველოში.
"ქართული ოცნება" და მოდი ასე ვთქვათ ქართული საზოგადოება, "ქართული ოცნება" არის არჩეული უმრავლესობით ამ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, გავაკრიტიკებთ იმ თითოეულ მესიჯს, რომელსაც ამ ელჩის მეშვეობით გამოგიგზავნიან ბრიუსელიდან სხვადასხვა ბიუროკრატია თუ პოლიტიკოსები ხელდასხმული ე.წ. დიფსთეითისგან.

რა თქმა უნდა, გავაკრიტიკებ, როდესაც სასამართლო პროცესზე მივა თარჯიმნის გარეშე და დემონსტრაციულად გააკეთებს ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, გავაკრიტიკებ, როდესაც მიხეილ სააკაშვილის პარტიის, კოლექტიური "ნაცმოძრაობის" და კონკრეტულად "ნაცმოძრაობის" დედა პარტიის ერთ-ერთ ახალგაზრდა წარმომადგენელს დასვამ საელჩოს ტერიტორიაზე და შეურაცხმყოფელი ბანერების ფონზე საქართველოს უახლოეს ისტორიის გააზრებაზე შენ რაღაც შეხვედრას და საუბრებს აწარმოებ, რა თქმა უნდა, გავაკრიტიკებ. რა თქმა უნდა გავაკრიტიკებ,  როდესაც მოლოტოვის კოქტეილის სროლის ასე ვთქვათ, გმირობაზე მესაუბრები და (ლაზარე გრიგორიადს გმირად გამიხდის) რა თქმა უნდა, გავაკრიტიკე და გააკრიტიკებს ნებისმიერი თავმოყვარე ხელისუფალი ამ ყველაფერს და ნებისმიერი თავმოყვარე საღად მოაზროვნე მოქალაქე, თავი დავანებოთ პოლიტიკას.

ყველაზე მთავარი ხარვეზი არის ელჩი, რომელიც ამ განცხადებებს აკეთებს და ახმოვანებს, გერმანიის ხარვეზია ეს ადამიანი", - განაცხადა კირცხალიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე: ევროკავშირის ელჩის განცხადება აღქმული იყო როგორც პირდაპირი მუქარა, რაზეც სრულიად სამართლიანი შეშფოთება გამოიხატა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან
დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პატრიარქის კარნახით დაწერილი ჩანაწერი წაიკითხა
მაკა ბოჭორიშვილი: საკმაოდ ამბიციური განაცხადია საქართველოსთვის - 2027 წლიდან საქართველო ეუთოს თავმჯდომარეობისთვის ემზადება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ველოდებით, რომ მეუფე შიოს სასარგებლოდ ხმათა რაოდენობა გაიზრდება
ანდრია ჯაღმაიძე პატრიარქის არჩევის პროცესზე: ვცდილობთ ისტორიულად მოვიძიოთ გამოცდილება, ვკითხოთ მღვდელმთავრებს, რას ფიქრობენ იმისთვის, რომ ყველაფერი ღირსეულად ჩატარდეს. არ არის მარტივი თემა, გვინდა ყველამ გაგვიზიაროს გამოცდილება
არქივი