ანდრია ჯაღმაიძე პატრიარქის არჩევის პროცესზე: ვცდილობთ ისტორიულად მოვიძიოთ გამოცდილება, ვკითხოთ მღვდელმთავრებს, რას ფიქრობენ იმისთვის, რომ ყველაფერი ღირსეულად ჩატარდეს. არ არის მარტივი თემა, გვინდა ყველამ გაგვიზიაროს გამოცდილება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
12 30 აპრილი 2026, 01:35

ძალიან რთულია, როცა არ გვაქვს ცოცხალი მაგალითი, ვცდილობთ ისტორიულად მოვიძიოთ გამოცდილება, ვკითხოთ მღვდელმთავრებს, რას ფიქრობენ იმისთვის, რომ ყველაფერი ღირსეულად ჩატარდეს, ამას ვცდილობთ, თუმცა არ არის მარტივი თემა, გვინდა ყველამ გაგვიზიაროს გამოცდილება, - განაცხადა გადაცემაში “იმედი Live” საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პატრიარქის არჩევის საკითხზე საუბრისას.

მისივე თქმით, სინოდის ზოგიერთი მღვდელმთავარი შესწრებულია პატრიარქის ინტრონიზაციას.

“ინტრონიზაცია იქნება სვეტიცხოველში. 17 მაისამდე უნდა მოხდეს გაფართოებული კრების ჩანიშვნა. გაფართოებული კრება არის მთელი ეკლესიის ერთგვარი კრებული, ყველა ეპარქიიდან, ყველა მონასტრიდან იქნებიან წარმომადგენლები. ეს გაწერილია, როგორ უნდა შეიკრიბოს [გაფართოები კრება], თუმცა არ არის გაწერილი, ტექნიკურად როგორ უნდა შესრულდეს, ეს დეტალებშია გასაწერი. რომ შევატყობთ რომელი რიცხვისთვის ვასწრებთ ამ ყველაფერს, მერე გამოცხადდება [თარიღი], - განმარტა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე: ევროკავშირის ელჩის განცხადება აღქმული იყო როგორც პირდაპირი მუქარა, რაზეც სრულიად სამართლიანი შეშფოთება გამოიხატა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან
დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პატრიარქის კარნახით დაწერილი ჩანაწერი წაიკითხა
მაკა ბოჭორიშვილი: საკმაოდ ამბიციური განაცხადია საქართველოსთვის - 2027 წლიდან საქართველო ეუთოს თავმჯდომარეობისთვის ემზადება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ველოდებით, რომ მეუფე შიოს სასარგებლოდ ხმათა რაოდენობა გაიზრდება
ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩზე - თვითონ ეს ადამიანია ხარვეზი დიპლომატიის და თვითონ ეს ადამიანია ხარვეზი გერმანიის საქართველოში
არქივი