11
30 აპრილი 2026, 01:37
ველოდებით, რომ მეუფე შიოს სასარგებლოდ ხმათა რაოდენობა გაიზრდება, - განაცხადა გადაცემაში “იმედი Live” საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
მისივე თქმით, რადგან თავად საეკლესიო ცხოვრების ეპიცენტრშია, 90%-იანი სიზუსტით შეუძლია თქვას, ვინ ვის მისცა ხმა.
“არ ველოდებით, რომ პოზიციები შეიცვლება. ახლა იყო კენჭისყრა 6 კანდიდატს შორის და მერე იქნება კენჭისყრა 3 კანდიდატს შორის. ველოდებით, რომ მეუფე შიოს სასარგებლოდ ხმათა რაოდენობა გაიზრდება. მაპატიოს ყველამ, მიკერძოებული ვარ, იმიტომ, რომ ვხედავდი პატრიარქის დამოკიდებულებას, ჩემს თვალწინ იყო მოსაყრდის გამორჩევის პროცესი”, - აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |