მაკა ბოჭორიშვილი: საკმაოდ ამბიციური განაცხადია საქართველოსთვის - 2027 წლიდან საქართველო ეუთოს თავმჯდომარეობისთვის ემზადება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
28 30 აპრილი 2026, 01:39

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ ეუთოში საქართველოს თავმჯდომარეობის პერსპექტივებზე ისაუბრა და განსაკუთრებული აქცენტი საქართველოს განაცხადის ისტორიულ და რეგიონულ მნიშვნელობაზე გააკეთა.

„საკმაოდ ამბიციური განაცხადია საქართველოსთვის, იმიტომ რომ არასდროს, არც ერთი ქვეყანა სამხრეთ კავკასიიდან არ ყოფილა ამ პოზიციაზე“, ხაზგასმით აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ორგანიზაციის სპეციფიკიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებების მიღება კონსენსუსზეა დაფუძნებული: „კონსენსუსია საჭირო იმისთვის, რომ რაიმე გადაწყვეტილება იქნას მიღებული , მათ შორის მომავალი თავმჯდომარეობის შესახებ. ეუთოს ყველა მონაწილე სახელმწიფო უნდა დაეთანხმოს საქართველოს კანდიდატურას.“

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მიუხედავად არსებული კრიტიკული გზავნილებისა, საქართველოს კანდიდატურას ამ ეტაპზე მკვეთრი წინააღმდეგობა არ შეხვედრია, რაც პოზიტიურ მოლოდინს ქმნის. მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფართო მხარდაჭერის მოპოვებას მნიშვნელოვანი დიპლომატიური მუშაობა უნდა უძღოდეს წინ, ასევე გასათვალისწინებელია არაერთი ქვეყნის ინტერესი.

მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებამდე დრო რჩება და საქართველო აქტიურად გააგრძელებს მუშაობას პარტნიორებთან: „ყველაფერი წინ არის, ჯერ დეკემბრამდე დროა და იმედი მაქვს, რომ გარკვეული მხარდაჭერა ექნება საქართველოს”, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თორნიკე ჭეიშვილი დიდ ბრიტანეთში მტრული საქმიანობის საწინააღმდეგო კანონზე: თავად ცდილობენ ასეთი ტიპის კანონმდებლობის დაჩქარებული წესით მიღებას
ლევან მახაშვილი დიდ ბრიტანეთზე: საკუთარი ვიწროპოლიტიკური მიზნების გამო ცდილობენ საქართველოს კრიტიკას, რაღაც „რუსული კანონების“ ძახილს, მაშინ როცა იგივე საფრთხეების წინაშე დგებიან, თავადაც იმავეს აკეთებენ
ევროპარლამენტში გააკრიტიკეს ტრამპის გადაწყვეტილება ევროპიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე 25-პროცენტიანი ტარიფების შემოღების შესახებ
თეკლა თიკანაშვილი: ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებთან მჭიდრო კომუნიკაციით გავიგოთ, რა საჭიროებები არსებობს, რომ კიდევ მეტად განვავითაროთ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი
ბრიტანეთი მტრული საქმიანობის წინააღმდეგ კანონს იღებს და იმ ორგანიზაციების საქმიანობის კრძალავს, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან
არქივი