გურამ მაჭარაშვილი: სახელმწიფო მინისტრის კოორდინაციით და ზოგადად, ძალოვნების ერთმანეთში კოორდინაციით, უსაფრთხოების ხარისხი უფრო მაღალ დონეზე იქნება დაცული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 30 აპრილი 2026, 09:12

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მუშაობის მიმართ არსებულ მოლოდინზე საუბრობს.

„ეს ცვლილებები ემსახურება უსაფრთხოების ხარისხის გაზრდას. აქედან გამომდინარე გვაქვს მაღალი მოლოდინი, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო მინისტრის კოორდინაციით და ზოგადად, ძალოვნების ერთმანეთში კოორდინაციით, უსაფრთხოების ხარისხი უფრო მაღალ დონეზე იქნება დაცული”, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი საქმიანობას დღეიდან შეუდგება. მამუკა მდინარაძე გახდება ვიცე პრემიერიც. ის კოორდინაციას გაუწევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობას. როგორც ვიცე პრემიერის, მის უფლებამოსილებაშია მთავრობის კოორდინაცია დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან - სასამართლოსთან, პროკურატურასთან და აუდიტის სამსახურთან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჩერგოლეიშვილი: სააკაშვილის ფეისბუქ მოწოდებები ფედერალისტებს ერთ ყურშიც კი არ შესდით, მეორიდან რომ გაუვიდეთ
დავით ქართველიშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად მოხსენიების შესახებ: ასეთი სიგიჟის გამოვლენის ყოველ ჯერზე ჩვენ ვმყარდებით იმ პოზიციაში, რომ ძალიან სწორი კურსი გვაქვს არჩეული
ზაზა ლომინაძე: გაოცებას ვერ ვმალავ "გახარია-საქართველოსთვის" გუნდის გამონათქვამებით,თქვენი გამოსვლა იყო ამორალური, სრულიად გახვედით საექიმო და საპარლამენტო ჩარჩოებიდან, ამას არც ოპოზიცია ჰქვია - ასე არ საუბრობენ სენსიტიურ თემაზე, როგორიცაა დიუშენით დაავადებული ბავშვები
ზურაბ ქადაგიძე: ბრიუსელის ბიუროკრატების ფერიცვალებას ნურავინ დაიჯერებთ, ჰერჩინსკები და კალასები, იმავე სინდიკატს წარმოადგენენ, რასაც უწინ და არაფერი აქვთ საერთო ევროპულ ღირებულებებსა და დემოკრატიასთან!
დავით ჩიხელიძე: პრემიერის მიერ ფასებთან დაკავშირებული განცხადებები ასახავს რეალობას და ეფუძნება ობიექტურ ეკონომიკურ ფაქტორებს, მაგრამ, ზოგიერთი მედია, მათ შორის, „ტვ პირველი“, ხშირად ფაქტებზე წინ აღქმებს და სიცრუეს აყენებს, რაც აზიანებს როგორც ქვეყნის, ისე საზოგადოების ინტერესს
არქივი