ნინო წილოსანი: სააკაშვილი და მისი განდგომილი წევრები - ჩერგო-ბოკერია-გვარამიას სახით თავისი დაპირისპირების სხვადასხვა, მაღალ ხარისხს აღწევენ. თუმცა, მათ თავს ყველაზე დიდი უბედურება არის დაპირისპირება საკუთარ ამომრჩეველთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 30 აპრილი 2026, 10:03

საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი ნინო წილოსანი ოპოზიციურ ალიანსში არსებულ დაპირისპირებას აფასებს.

„მიხეილ სააკაშვილი და მისი განდგომილი წევრები - ჩერგო-ბოკერია-გვარამიას სახით თავისი დაპირისპირების სხვადასხვა, მაღალ ხარისხს აღწევენ. თუმცა, მათ თავს ყველაზე დიდი უბედურება არის დაპირისპირება საკუთარ ამომრჩეველთან. როგორც ვხედავთ, იმ დახურულ შეხვედრებზე, რომლებსაც ღია შეხვედრებს უწოდებენ, არ უშვებენ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებს. მათ საკუთარი ამომრჩევლისთვისაც არ შეუძლიათ პერსპექტივის და მომავლის დანახვება, მათი უცხოელი ბატონ-პატრონებიც აღარ ენდობიან და აღარ უჯერებენ”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

დაპირისპირება ოპოზიციურ ალიანსში გრძელდება. ფეისბუქ სტატუსებით ერთმანეთს კვლავ თამარ ჩერგოლეიშვილი და მიხეილ სააკაშვილი დაუპირისპირდნენ ოპოზიციურ ალიანსში მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებები არ მოსწონთ და ე.წ. ღია შეხვედრებზე მის ამომრჩევლებსაც არ უშვებენ. „ფედერალისტებისთვის“ სააკაშვილის მოწოდებები უინტერესო და არაფრისმთქმელია. პატიმარი სააკაშვილი კი ოპონენტების საპასუხოდ ამბობს, რომ მათ არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვთ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 103 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 14 პირი
თავდაცვის ძალების დაარსებიდან 35 წელი გავიდა - ხელისუფლების წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს
The Guardian - მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 125 აშშ დოლარს გადააჭარბა
მაკა ბოჭორიშვილი - ვისმენთ დეზინფორმაციაზე ლექციებს და უბრალოდ სასაცილოა, რომ გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე ამ დრომდე ვერ ხერხდება განთავსებული ინფორმაციის გასწორება
არქივი