თუ რუმინეთისა და მოლდოვას გათიშვა უნდა შეფასდეს, როგორც „გეოპოლიტიკური პროცესი, რომელმაც ერთი ხალხი ორად გახლიჩა", მაშინ რატომ არ შეიძლება იგივე ვთქვათ რუსეთსა და უკრაინაზე? - წერს ჟურნალისტი, ზვიად ავალიანი სოციალურ ქსელში.
როგორც ის აცხადებს, პუტინისა და სანდუს ფილოსოფიას შორის განსხვავებას ვერ ხედავს, მეტიც, პუტინს სურს, რომ სხვა ქვეყანა შეუერთოს თავის ქვეყანას, სანდუს კი პირიქით, სურს, რომ საკუთარი ქვეყანა შეუერთოს სხვას.
„მე არ მესმის რა განსხვავებაა მაია სანდუსა და ვლადიმირ პუტინის ფილოსოფიას შორის.
სანდუ ამბობს, რომ მოლდოვა იგივე რუმინეთია და მას უნდა შეუერთდეს, რადგან ოდესღაც (!) ეს ორი ხალხი ერთ სახელმწიფოს წარმოადგენდნენ და მათი ენაც თითქმის ერთი და იგივეა.
და განა რუსები რამეს სხვას ამბობენ უკრაინასთან მიმართებით?
შუა საუკუნეებში ერთ ქვეყანას წარმოადგენდნენ? წარმოადგენდნენ.
ენა და კულტურა მსგავსია?
მსგავსია.
ჰოდა თუ რუმინეთისა და მოლდოვას გათიშვა უნდა შეფასდეს, როგორც "გეოპოლიტიკური პროცესი, რომელმაც ერთი ხალხი ორად გახლიჩა" მაშინ რატომ არ შეიძლება იგივე ვთქვათ რუსეთსა და უკრაინაზე?
მე განსხვავებას მართლა ვერ ვხედავ და თუ არის კიდეც რამე სხვაობა, ეს სხვაობა სანდუს სასარგებლო სულაც არაა: პუტინს სურს, რომ სხვა ქვეყანა შეუერთოს თავის ქვეყანას, სანდუ კი იმისთვის იბრძვის, რომ თავისი ქვეყანა შეუერთოს სხვას.
აბა, რა გითხრათ...” - წერს ავალიანი.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |