ირაკლი კობახიძე: დღეს, როდესაც მსოფლიო და ჩვენი რეგიონი არაერთი რთული გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს მშვიდობის თანმიმდევრულ პოლიტიკას, მშვიდობა ქვეყნის გაერთიანებისა და განვითარების საფუძველია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 30 აპრილი 2026, 11:50

ჩვენ გვაქვს უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების გენერალური შტაბი, რეგიონული სარდლობები და სპეციალური დანაყოფები. ჩვენს უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს - სამხედრო განათლებასა და მომავალი თაობების აღზრდას კი მაღალპროფესიულ დონეზე ემსახურება ეროვნული თავდაცვის აკადემია და კადეტთა სამხედრო ლიცეუმი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 35 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს ქვეყნის თავდაცვის ძალები ინსტიტუციურად ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს.

„დღეს, როდესაც მსოფლიო და ჩვენი რეგიონი არაერთი რთული გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს მშვიდობის თანმიმდევრულ პოლიტიკას. მშვიდობა ქვეყნის გაერთიანებისა და განვითარების საფუძველია. ამავდროულად, ქართული ჯარი ყოველთვის მზად არის, დაიცვას ჩვენი მიწა-წყალი და ჩვენი ხალხის უსაფრთხოება. თქვენი სიმტკიცისა და პროფესიონალიზმის იმედი მუდამ აქვს ჩვენს სახელმწიფოს.

ძვირფასო წვევამდელებო, თქვენ მიერ დღეს დადებული ფიცი არის იმ დიდი პასუხისმგებლობის დასტური, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვისთვის იკისრეთ. მჯერა, თქვენი სამსახური გახდება იმ ურყევი მშვიდობის საფუძველი, რომელიც აუცილებელია ჩვენი სახელმწიფოს წინსვლისა და ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისათვის.

კიდევ ერთხელ გილოცავთ თავდაცვის ძალების დღეს და 35 წლის იუბილეს!

ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ღმერთი ფარავდეს თითოეულ თქვენგანს!“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
2026 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა
პრემიერი: 35 წლის წინ, 1991 წლის 30 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, პირველი წვევამდელების მიღებით საფუძველი ჩაეყარა ჩვენს თანამედროვე თავდაცვის ძალებს, მას შემდეგ ეს დღე სახელმწიფოებრივი სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა
გურამ მაჭარაშვილი: გარკვეული ფორმატით სახელმწიფო უწყებები პოზიტიურად უნდა არეგულირებდნენ საწვავის, სურსათის თუ მედიკამენტის ფასს. შემდეგ კი რეალურად მოხდება ისე, რომ ბაზარი თავად დაარეგულირებს ფასებს
ცესკო-ს ხელმძღვანელობა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესისა და საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივ დებატებში მონაწილეობდა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ერი საუკუნეების განმავლობაში იდგა ბრძოლის წინა ხაზზე - არა მხოლოდ საკუთარი მიწისა და რწმენის დასაცავად, არამედ ღირსების, იდენტობისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად
არქივი