კომისიის დღევანდელ სხდომაზეც კითხვები იქნება იმ შინაარსის, რაც წინა შეხვედრებისას იყო. ბუნებრივია, სპეციფიკა სხვა არის [დღეს ნავთობკომპანიების წარმომადგენლები გამოიკითხებიან], მაგრამ შინაარსით დაახლოებით იგივეა - საინტერესოა, კონკრეტულ შემთხვევაში, რა რესურსი არსებობს ფასების დასარეგულირებლად. ვნახოთ რა პასუხი ექნებათ სხდომაზე მოწვეულ პირებს, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა დღეს დაგეგმილ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომის შესახებ.
მისი თქმით, გარკვეული ფორმატებით სახელმწიფო უწყებები პოზიტიურად უნდა არეგულირებდნენ საწვავის, სურსათის თუ მედიკამენტის ფასს, რის შემდეგ ბაზარი თავად დაარეგულირებს ფასებს.
„კომისიის დღევანდელ სხდომაზეც კითხვები იქნება იმ შინაარსის, რაც წინა შეხვედრებისას იყო. ბუნებრივია, სპეციფიკა სხვა არის [დღეს ნავთობკომპანიების წარმომადგენლები გამოიკითხებიან], მაგრამ შინაარსით დაახლოებით იგივეა - საინტერესოა, კონკრეტულ შემთხვევაში, რა რესურსი არსებობს ფასების დასარეგულირებლად. ვნახოთ რა პასუხი ექნებათ სხდომაზე მოწვეულ პირებს.
იმისთვის, რომ ამა თუ იმ სფეროში იყოს ჯანსაღი კონკურენცია, გარკვეული ფორმატებით სახელმწიფო უწყებები პოზიტიურად უნდა არეგულირებდნენ საწვავის, სურსათის თუ მედიკამენტის ფასს. შემდეგ კი რეალურად მოხდება ისე, რომ ბაზარი თავად დაარეგულირებს ფასებს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |