2026 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 30 აპრილი 2026, 13:11

2026 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა, ხოლო I კვარტალში, საშუალო რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 9.1% შეადგინა, - ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს.

„იანვარ-მარტში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმა. ექსპორტმა 1,723.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.4%-იანი ზრდაა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რე-ექსპორტის გამორიცხვით) ამავე პერიოდში 75.1%-ით გაიზარდა.

2026 წლის მარტში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.4%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა წინა წლის მარტის მაჩვენებელთან შედარებით 2.3%-ით არის გაზრდილი.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის და გლობალურად ტურისტულ ნაკადებზე უარყოფითი გავლენის მიუხედავად, 2026 წლის I კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 0,5%-ით გაიზარდა და პირველი კვარტლის რეკორდული მოცულობა - 829.8 მლნ აშშ. დოლარი შეადგინა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ზარქუა: რეგიონებში გასვლა ნიშნავს კარდაკარ, სოფელ-სოფელ სიარულს, ოპოზიციამ კი დარბაზი დაიქირავა, ასი სკამი დადგა და ისიც ვერ შეავსეს, სწორია, უნდა დაიმალონ, მათ სალაპარაკო არაფერი აქვთ
ეკა სეფაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: მათ მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრის ეშინიათ, ისინი ვიღაცის დასანახად, რაღაც დავალების შესასრულებლად აწყობენ ამ ე.წ. შეხვედრებს
პრემიერი: 35 წლის წინ, 1991 წლის 30 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, პირველი წვევამდელების მიღებით საფუძველი ჩაეყარა ჩვენს თანამედროვე თავდაცვის ძალებს, მას შემდეგ ეს დღე სახელმწიფოებრივი სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა
გურამ მაჭარაშვილი: გარკვეული ფორმატით სახელმწიფო უწყებები პოზიტიურად უნდა არეგულირებდნენ საწვავის, სურსათის თუ მედიკამენტის ფასს. შემდეგ კი რეალურად მოხდება ისე, რომ ბაზარი თავად დაარეგულირებს ფასებს
ირაკლი კობახიძე: დღეს, როდესაც მსოფლიო და ჩვენი რეგიონი არაერთი რთული გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს მშვიდობის თანმიმდევრულ პოლიტიკას, მშვიდობა ქვეყნის გაერთიანებისა და განვითარების საფუძველია
არქივი