ირაკლი ზარქუა: რეგიონებში გასვლა ნიშნავს კარდაკარ, სოფელ-სოფელ სიარულს, ოპოზიციამ კი დარბაზი დაიქირავა, ასი სკამი დადგა და ისიც ვერ შეავსეს, სწორია, უნდა დაიმალონ, მათ სალაპარაკო არაფერი აქვთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 30 აპრილი 2026, 14:49

დარბაზი დაიქირავეს, ასი სკამი დადგეს და ისიც ვერ შეავსეს. ჟურნალისტები კი დარბაზიდან გამოაგდეს, რათა არ ენახათ ის, რაც ხდებოდა, - განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ოპოზიციურ ალიანსზე საუბრისას.

ზარქუას თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს ატყუებენ.

„რადიკალებისთვის მორიგი ტრანში ჩამოვიდა და ამ უსამშობლოებს გაერთიანება დაავალეს, რასაც ცოცხალი თავით არ აკეთებდნენ. კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“, - ახალი სახეები ვართო, არადა, იქ არის „ჩახდილი“ ჯაფარიძე, ბოკერია, სააკაშვილი. წინასაარჩევნოდ ამას „გვტენიდნენ“, მაგრამ ახლა ახალი დაფინანსება მოუვიდათ, გააერთიანეს და სკამებს ვერ იყოფენ. მათ შორის აღზევებაა „კარენოი“და „ნეონაცების“ გაერთიანების. ლიდერად ლუზერი ბელადი არ უნდათ, გიჟს ეძახიან, ალბათ სამართლიანადაც. ახლა „ჩერგოს“ უნდა, პირველი იყოს, მაგრამ ავიწყდება, რომ ბოკერიას მეუღლეა, რომელიც ტირანიისა და სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი იდეოლოგი იყო. გრანტი აიღეს და როგორ უნდა „გააპრავონ“? ამიტომ რეგიონებში გასვლა მოიგონეს. რეგიონებში გასვლა კარდაკარ, სოფელ-სოფელ და მუნიციპალიტეტებში სიარულს ნიშნავს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. დარბაზი დაიქირავეს, ასი სკამი დადგეს და ისიც ვერ შეავსეს. ჟურნალისტები კი დარბაზიდან გამოაგდეს, რათა არ ენახათ ის, რაც ხდებოდა. ვის ატყუებენ? – სწორია, უნდა დაიმალონ. სალაპარაკო არაფერი აქვთ. ბოკერიასგან, გვარამიასგან ქვეყნის სასარგებლო რა უნდა მოისმინო? ერთმანეთს ატყუებენ და ჩვენც ამით ვერთობით. სერიოზულად რა გიპასუხოთ?“, - განაცხადა ზარქუამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ზარქუა: „ნაცების“ ალიანსი - ვის ატყუებენ?! სააკაშვილი, გვარამია, ჩერგო თავის მეუღლესთან ერთად - ვინ მივა ახლა „ლუზერების“ გაერთიანებასთან?!
კახა კალაძე ოპოზიციაზე: იმ ადამიანებს, რომლებიც შემჩნეულები არიან მტრულ საქმიანობაში, დაკავებულები არიან მოღალატეობრივი ქმედებებით, არანაირი შანსი არ აქვთ
კახა კალაძე პოლონეთის ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახურის გადაცემაზე: გულდასაწყვეტია, რომ საქართველოში, რომელიც პოლონეთის მეგობარი ქვეყანაა, შეტევა მიდის ქართულ ეკლესიაზე
ირაკლი ჩიქოვანი: თავდაცვის ძალების დღეს განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს მომავალს - იუნკრებს, კადეტებს, წვევამდელებს, რომლებიც ქართულ ჯარს კიდევ უფრო აძლიერებენ
ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ ევროკომისია წევრი სახელმწიფოების არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა
არქივი