კახა კალაძე პოლონეთის ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახურის გადაცემაზე: გულდასაწყვეტია, რომ საქართველოში, რომელიც პოლონეთის მეგობარი ქვეყანაა, შეტევა მიდის ქართულ ეკლესიაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 30 აპრილი 2026, 15:14

პოლონეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და გულდასაწყვეტია, როდესაც ამ ტიპის ქმედებებს აქვს ადგილი, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახურის დაარსებასა და მის პირველ გადაცემაზე საუბრისას.

როგორც კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, კიდევ უფრო გასაკვირია ის, რომ ეს ყველაფერი პოლონეთის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

„გულდასაწყვეტია ამ ტიპის ქმედებები, პოლონეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა. კიდევ უფრო გასაკვირი იყო ის, რომ ეს ყველაფერი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მიმართულია იმისკენ, რომ სხვა ქვეყანაში, ამ შემთხვევაში საქართველოში, რომელიც არის პოლონეთის მეგობარი ქვეყანა, პირდაპირ შეტევა მიდის ქართულ ეკლესიაზე. შემჩნეულები არიან მტრულ საქმიანობაში, ეს ყველაფერი გულდასაწყვეტია.
ალბათ, მოვისმენთ განმარტებას და გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯი, რომ ყველაფერი იყოს დარეგულირებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მან ისაუბრა ბოლო წლებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამსახურები არიან მოწოდების სიმაღლეზე და არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ გარედან ჩარევითა და დაფინანსებით საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყონ.

„ზოგადად, მინდა გითხრათ, რომ ის ყველაფერი, რასაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ვხედავდით, იყო თავსმოხვეული გარე აქტორების ჩართულობით, დაფინანსებით. მათი მხარდაჭერით ხდებოდა ქართველი ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირება, პოლარიზაციისა და შუღლის გაღვივება. თუკი რაიმე სიბინძურესთან იყო დაკავშირებული, რა თქმა უნდა, გარედან თავსმოხვეული და პირდაპირ დაფინანსებული იყო უცხოური ფონდების ან სახელმწიფოების მხრიდან. ამის არაერთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, იგივე თუნდაც რევოლუციისა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობები და ა.შ.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვხედავთ, ვაკვირდებით, შესაბამისი სამსახურები არიან მოწოდების სიმაღლეზე და არავის მივცემთ იმის უფლებას და შესაძლებლობას, რომ გარედან ჩარევებითა და დაფინანსებით, საქართველოში მოაწყონ დაპირისპირება, სახელმწიფო გადატრიალება და რევოლუციები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოჯთაბა ხამენეი - სპარსეთის ყურეში ამერიკელების ადგილი არ არის
ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დახმარების შეწყვეტის მხარდაჭერით ვენსი რუსებს ეხმარება
პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინეს - კომისია თავის დასკვნას 1 მაისს წარადგენს
ირაკლი ზარქუა: „ნაცების“ ალიანსი - ვის ატყუებენ?! სააკაშვილი, გვარამია, ჩერგო თავის მეუღლესთან ერთად - ვინ მივა ახლა „ლუზერების“ გაერთიანებასთან?!
კახა კალაძე ოპოზიციაზე: იმ ადამიანებს, რომლებიც შემჩნეულები არიან მტრულ საქმიანობაში, დაკავებულები არიან მოღალატეობრივი ქმედებებით, არანაირი შანსი არ აქვთ
არქივი