გია აბაშიძე: ნაცპროპაგანდისტებს მორიგი შეუთავსებლობა აქვთ გზავნილებში - საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსის ე.წ. გაუარესების წარმოჩენაში. 21 თუ 75 ადგილით „დაქვეითება?“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 30 აპრილი 2026, 16:33

რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) 2026 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსს აქვეყნებს, სადაც საქართველო 21 პოზიციით დაქვეითდა და 135-ე ადგილი დაიკავა 180 ქვეყანას შორის. გასულ წელს ქვეყანა 114-ე პოზიციაზე იყო.

ანგარიშს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ანალიტიკოსი, გია აბაშიძე. მისი თქმით, ოპოზიციური ჯგუფები და „ნაცპროპაგანდისტები“ ურთიერთგამომრიცხავ გზავნილებს ავრცელებენ და ქვეყნის მდგომარეობის შეფასებას პოლიტიკურად იყენებენ.

„ნაცპროპაგანდისტებს მორიგი შეუთავსებლობა აქვთ გზავნილებში - საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსის ე.წ. გაუარესების წარმოჩენაში. 21 თუ 75 ადგილით "დაქვეითება?“
რომელ გაუარესებაზე გვმოძღვრავენ ფსევდოლიბერალური დასავლური ორგანიზაციები, როცა სექტის ჭარბმა დეზინფორმაციამ წალეკა ჩვენი საზოგადოება?! ხოლო ექსტრემისტების დაკავება-გასამართლება არცერთ ქვეყანაშია ე.წ. უკუსვლა. "ჟურნალისტობა-ენჯეოშნიკობა" თუ არტისტობა-პოეტობა ვერანაირად იქნება ინდულგენცია კრიმინალური ქმედებებისას“, - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოსო არჩვაძე: მსოფლიოში მაღალი ვოლატილობის ფონზე საქართველოს ეკონომიკის დინამიზმი, ექსპორტის წინმსწრები ზრდა და მიღწეული შედეგები არა მხოლოდ ქვეყნის მდგრადობას, არამედ საქართველოს გეოპოლიტიკური როლისა და მნიშვნელობის ზრდას ადასტურებს
გია აბაშიძე: მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასებმა ბოლო წლების მაქსიმუმს მიაღწია. ​​ფასების მატებამ პირდაპირი გავლენა იქონია საწვავის ღირებულებაზე. აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გალონზე 4 დოლარს გადააჭარბა
ზვიად ავალიანი: არ მესმის რა განსხვავებაა მაია სანდუსა და პუტინის ფილოსოფიას შორის - სანდუ ამბობს, რომ მოლდოვა იგივე რუმინეთია და მას უნდა შეუერთდეს და განა რუსები რამეს სხვას ამბობენ უკრაინასთან მიმართებით?
გურამ მაჭარაშვილი: სახელმწიფო მინისტრის კოორდინაციით და ზოგადად, ძალოვნების ერთმანეთში კოორდინაციით, უსაფრთხოების ხარისხი უფრო მაღალ დონეზე იქნება დაცული
ჩერგოლეიშვილი: სააკაშვილის ფეისბუქ მოწოდებები ფედერალისტებს ერთ ყურშიც კი არ შესდით, მეორიდან რომ გაუვიდეთ
არქივი