ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დახმარების შეწყვეტის მხარდაჭერით ვენსი რუსებს ეხმარება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 30 აპრილი 2026, 16:36

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების შეწყვეტის ქების გამო გააკრიტიკა. Newsmax-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს პოზიცია რუსეთისთვის სასარგებლოა და თავად ამერიკის შეერთებულ შტატებს ასუსტებს.

ეს განცხადება ვენსის მიერ ტრამპის ადმინისტრაციის იმ გადაწყვეტილების საჯარო დაცვას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც აშშ-მა კიევისთვის იარაღის პირდაპირი გადაცემა შეწყვიტა. კერძოდ, ვენცის განცხადების, ის „ამაყობს“ იმით, რომ აშშ აღარ ყიდულობს იარაღს უკრაინაში გასაგზავნად.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერის შემცირება, საბოლოო ჯამში, მოსკოვის პოზიციებს აძლიერებს.

„თუ ჯეი დი ვენსი ამაყობს იმით, რომ არ გვეხმარება, ეს ნიშნავს, რომ ის ეხმარება რუსებს და არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ამერიკის შეერთებულ შტატებს აძლიერებს.რუსეთი მტერია. ისინი ყოველთვის იქნებიან ამერიკის შეერთებული შტატების მტრები“, - განაცხადა ზელენსკიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ალუდა ღუდუშაური ევრობიუროკრატებზე: წარმოუდგენელი რამ გვესმის, თითქოს, პატივს სცემენ ქართველ ხალხს, თუმცა ხელისუფლებასთან მიმართებაში აქვთ პრობლემები - ყველამ პატივი უნდა სცეს, არჩევნების შედეგად ხალხის ნებით გამოხატულ ხელისუფლებას
პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
გია ვოლსკი „ოპოზიციის ალიანსზე“ - ეს ხალხი მავნებელთა ჯგუფია, ვინც თავის აქტივობას ხან კარდაკარს არქმევს, ხან დახურულ შეხვედრას - არც ამ ადამიანების შინაარსი იცვლება და არც მათი გაერთიანების
მოჯთაბა ხამენეი - სპარსეთის ყურეში ამერიკელების ადგილი არ არის
პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინეს - კომისია თავის დასკვნას 1 მაისს წარადგენს
არქივი