ალუდა ღუდუშაური ევრობიუროკრატებზე: წარმოუდგენელი რამ გვესმის, თითქოს, პატივს სცემენ ქართველ ხალხს, თუმცა ხელისუფლებასთან მიმართებაში აქვთ პრობლემები - ყველამ პატივი უნდა სცეს, არჩევნების შედეგად ხალხის ნებით გამოხატულ ხელისუფლებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
56 30 აპრილი 2026, 18:20

წარმოუდგენელი რამ გვესმის, რომ თითქოს, ისინი პატივს სცემენ ქართველ ხალხს, თუმცა ხელისუფლებასთან მიმართებაში ჰქონიათ პრობლემები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა ევრობიუროკრატებზე საუბრისას.

მისივე თქმით, ისინი სამართლიანობაზე დაფუძნებულ თამაშის წესებს ითხოვენ.

„ჩვენ ვითხოვთ, სამართლიანობაზე დაფუძნებულ თამაშის წესებს, რომელიც ამავდროულად სრულ თანხვედრაშია იმ დეკლარირებულ, დოკუმენტებით გაცხადებულ ევროპულ ღირებულებებთან, რომელსაც ჩვენ ხშირად სასაუბროდ ვიყენებთ. გნებავთ, ისინიც ამ ყველაფერს ფორმალურად ახსენებენ. ამ ყველაფერს საბოლოო ჯამში იქამდე მივყავართ, რომ ამ წესრიგის მოშლა დამღუპველია თითოეული იმ ქვეყნისთვის, ვინც უთქმელად დათმობს ამ ყველაფერს“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.

მან ისაუბრა, თუ რაზე შეიძლება, რომ ევროპულ სტრუქტურებთან მოხდეს შეჯერება.

„ბუნებრივია, დიდი ხანია, ეს ყველაფერი ლოგიკაში ვერ ჯდება და აცდენილია სამართლებრივ ლოგიკას, სამართლიანი თამაშის წესებს. ეს ცხადია, თუმცა ძალიან კარგად გვესმის და მათაც მშვენივრად ესმით, ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება, იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ სიმართლე იყოს დაფარული, მიჩქმალული, ან იძულებით ხელყოფილი. საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს ლოგიკური დასასრული ექნება და დასასრული არის ის, რომ სამართლიანი თამაშის წესები, რომელიც თავიანთ ქვეყნებში უნდათ, იმავე პირობას ამბობს და სთავაზობთ მათ ქართველი ხალხი.

წარმოუდგენელი რამ გვესმის, რომ მაგალითად, თითქოს ისინი პატივს სცემენ ქართველ ხალხს, თუმცა ხელისუფლებასთან მიმართებაში ჰქონიათ პრობლემები. ჩვენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით მარტივი პასუხი გვაქვს - დაე, ღია და გამჭვირვალე პროცესებმა ცხადყოს ყველაფერი და ამის საზომი არჩევნები“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

მისივე თქმით, შესაბამისად, ყველამ პატივი უნდა სცეს, არჩევნების შედეგად ქართველი ხალხის ნებით გამოხატულ ხელისუფლებას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რუმინეთის პრეზიდენტი სანდუს განცხადებაზე რუმინეთთან შესაძლო გაერთიანების შესახებ: მზად ვართ - ახლა ყველაფერი მოლდოვის მოქალაქეების დემოკრატიულ მისწრაფებებსა და სურვილზეა დამოკიდებული
პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
გია ვოლსკი „ოპოზიციის ალიანსზე“ - ეს ხალხი მავნებელთა ჯგუფია, ვინც თავის აქტივობას ხან კარდაკარს არქმევს, ხან დახურულ შეხვედრას - არც ამ ადამიანების შინაარსი იცვლება და არც მათი გაერთიანების
მოჯთაბა ხამენეი - სპარსეთის ყურეში ამერიკელების ადგილი არ არის
ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დახმარების შეწყვეტის მხარდაჭერით ვენსი რუსებს ეხმარება
არქივი