რუმინეთის პრეზიდენტი სანდუს განცხადებაზე რუმინეთთან შესაძლო გაერთიანების შესახებ: მზად ვართ - ახლა ყველაფერი მოლდოვის მოქალაქეების დემოკრატიულ მისწრაფებებსა და სურვილზეა დამოკიდებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
71 30 აპრილი 2026, 19:05

რუმინეთის პრეზიდენტი, ნიკუშორ დანი ოთხშაბათს გამოეხმაურა მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებებს, რომელმაც რუმინეთთან გაერთიანების თემა მოლდოვის ევროპული ინტეგრაციის დაჩქარების შესაძლო გზად განიხილა. ინფორმაციას ამის შესახებ მოლდოვური მედია ავრცელებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით რუმინეთის პოზიციის შესახებ დასმულ კითხვაზე, ნიკუშორ დანმა 2018 წელს რუმინეთის პარლამენტის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება მოიხმო.

„რუმინეთის მხრიდან, ვფიქრობ, არაფერი შეცვლილა პარლამენტის 2018 წლის ერთსულოვან კენჭისყრასთან შედარებით, სადაც ნათქვამი იყო, რომ რუმინეთი მზად არის ნებისმიერ დროს, როდესაც ამას მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქეები ისურვებენ“, - აღნიშნა მან.

რუმინეთის სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღება, პირველ რიგში, მოლდოვის მოქალაქეებზეა.

„ახლა ეს დამოკიდებულია მოლდოვის მოქალაქეების მისწრაფებებსა და დემოკრატიულ ნებაზე, რასაც ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ. თუ ამ პროექტის გარშემო უმრავლესობა ჩამოყალიბდება, ჩვენ მზად ვართ“, - დასძინა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე
პაატა სალიამ არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან ინოვაციებისა და ციფრული მმართველობის განვითარების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა
ეკა სეფაშვილი ოპოზიციის გასვლით შეხვედრებზე: ოპოზიციაში ეშინიათ მოსახლეობასთან პირისპირ კომუნიკაციის, რაც იმას მოწმობს, რომ ისინი ვიღაცის დასანახად და რაღაც დავალების შესასრულებლად აწყობენ ე.წ. შეხვედრებს
ლადო სადღობელაშვილი: ევროპაში ბოლო ათწლეულში გაუპატიურების შემთხვევები 150%-ით არის გაზრდილი, სექსუალური ძალადობა თითქმის გაორმაგებულია, გვიღირს ამ ერთ დროს მომხიბვლელ ოჯახში ყოფნა?!
ალუდა ღუდუშაური ევრობიუროკრატებზე: წარმოუდგენელი რამ გვესმის, თითქოს, პატივს სცემენ ქართველ ხალხს, თუმცა ხელისუფლებასთან მიმართებაში აქვთ პრობლემები - ყველამ პატივი უნდა სცეს, არჩევნების შედეგად ხალხის ნებით გამოხატულ ხელისუფლებას
არქივი