ლადო სადღობელაშვილი: ევროპაში ბოლო ათწლეულში გაუპატიურების შემთხვევები 150%-ით არის გაზრდილი, სექსუალური ძალადობა თითქმის გაორმაგებულია, გვიღირს ამ ერთ დროს მომხიბვლელ ოჯახში ყოფნა?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
60 30 აპრილი 2026, 20:33

დღეს ხშირად გვესმის, რომ ევროპა არის განვითარების, უსაფრთხოების და პროგრესის სიმბოლო. მაგრამ როცა ოფიციალური მონაცემებიც კი - მათ შორის Eurostat - მიუთითებს, რომ ბოლო ათწლეულში გაუპატიურების შემთხვევები 150%-ით არის გაზრდილი, ხოლო სექსუალური ძალადობა თითქმის გაორმაგებულია, ჩნდება ძალიან სერიოზული კითხვა: საით მიექანება დღევანდელი ევროპა”? გვიღირს ამ ერთ დროს მომხიბვლელ ოჯახში ყოფნა?! რის ფასად?! - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

სადღობელაშვილის განცხადებით, ევროპა, რომელიც იყო ტრადიციული ღირებულებების, ოჯახისა და სოციალური წესრიგის სიმაგრე, ყოველდღიურად უფრო შორდება აღნიშნულ საფუძვლებს. შესაბამისად, საქართველო არ უნდა გახდეს „ბრმად მიმბაძველი“ ქვეყანა, მან უნდა შეინარჩუნოს საკუთარი იდენტობა, ურთიერთობა ევროპასთან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა „საკუთარი თავის ფასად“.

„დღეს ხშირად გვესმის, რომ ევროპა არის განვითარების, უსაფრთხოების და პროგრესის სიმბოლო. მაგრამ როცა ოფიციალური მონაცემებიც კი - მათ შორის Eurostat - მიუთითებს, რომ ბოლო ათწლეულში გაუპატიურების შემთხვევები 150%-ით არის გაზრდილი, ხოლო სექსუალური ძალადობა თითქმის გაორმაგებულია, ჩნდება ძალიან სერიოზული კითხვა: საით მიექანება დღევანდელი ევროპა”? გვიღირს ამ ერთ დროს მომხიბვლელ ოჯახში ყოფნა?! რის ფასად?! ევროპა, რომელიც ოდესღაც იყო ტრადიციული ღირებულებების, ოჯახის და სოციალური წესრიგის სიმაგრე, დღეს სულ უფრო შორდება ამ საფუძვლებს. ლიბერალური ექსპერიმენტები, კულტურული რელატივიზმი და ღირებულებითი ქაოსი ქმნის გარემოს, სადაც ადამიანი ნაკლებად დაცულია…
თავის მხრივ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ოჯახი ჯერ კიდევ ფასეულობათა ცენტრშია, ტრადიციები არ არის სირცხვილი, არამედ ღირსება, საზოგადოება ინარჩუნებს მორალურ საზღვრებს… ჩვენ არ უნდა გავხდეთ ბრმად მიმბაძველები. განვითარება არ ნიშნავს საკუთარი იდენტობის დაკარგვას. პირიქით, ძლიერი ქვეყანა სწორედ იმაზე დგას, რომ იცავს თავის ფესვებს და არ იღებს ყველაფერს მხოლოდ იმიტომ, რომ “ევროპულია”.
მე არ ვამბობ რომ ევროპას ზურგი უნდა ვაქციოთ, ურთიერთობა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა საკუთარი თავის ფასად!
საქართველოს გზა უნდა იყოს: ძლიერი სახელმწიფო, დაცული საზოგადოება და ღირებულებებზე დაფუძნებული განვითარება“, - წერს ლადო სადღობელაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე
პაატა სალიამ არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან ინოვაციებისა და ციფრული მმართველობის განვითარების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა
ეკა სეფაშვილი ოპოზიციის გასვლით შეხვედრებზე: ოპოზიციაში ეშინიათ მოსახლეობასთან პირისპირ კომუნიკაციის, რაც იმას მოწმობს, რომ ისინი ვიღაცის დასანახად და რაღაც დავალების შესასრულებლად აწყობენ ე.წ. შეხვედრებს
რუმინეთის პრეზიდენტი სანდუს განცხადებაზე რუმინეთთან შესაძლო გაერთიანების შესახებ: მზად ვართ - ახლა ყველაფერი მოლდოვის მოქალაქეების დემოკრატიულ მისწრაფებებსა და სურვილზეა დამოკიდებული
ალუდა ღუდუშაური ევრობიუროკრატებზე: წარმოუდგენელი რამ გვესმის, თითქოს, პატივს სცემენ ქართველ ხალხს, თუმცა ხელისუფლებასთან მიმართებაში აქვთ პრობლემები - ყველამ პატივი უნდა სცეს, არჩევნების შედეგად ხალხის ნებით გამოხატულ ხელისუფლებას
არქივი