ეკა სეფაშვილი ოპოზიციის გასვლით შეხვედრებზე: ოპოზიციაში ეშინიათ მოსახლეობასთან პირისპირ კომუნიკაციის, რაც იმას მოწმობს, რომ ისინი ვიღაცის დასანახად და რაღაც დავალების შესასრულებლად აწყობენ ე.წ. შეხვედრებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 30 აპრილი 2026, 20:34

„რადიკალებს სურთ დამკვეთებს აჩვენონ - დავალება შევასრულეთ, ხალხში გავედით,“ - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი ოპოზიციის შეხვედრებსა და სოციალურ ქსელებში ერთმანეთის მიმართ გამოქვეყნებულ ბრალდებებს.

ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია მხოლოდ დამკვეთების დავალებებს ასრულებს, რადგან მოსახლეობასთან შეხვედრების და საზოგადოებასთან ურთიერთობის რესურსი მას არ გააჩნია. მისი თქმით, რადიკალები მხოლოდ დამკვეთების წინაშე ანგარიშგებით არიან დაკავებულები.

„როგორც ჩანს, ოპოზიციაში წინასწარ არჩევენ კომუნიკაციის საშუალებებს, რადგან ეშინიათ მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრების. ეს მხოლოდ იმას მოწმობს, რომ ისინი ვიღაცის დასანახად და რაღაც დავალების შესასრულებლად აწყობენ ამ ე.წ. შეხვედრებს. ამ შეხვედრებს გამიზნულად ვუწოდებ ეგრეთ წოდებულს, რადგან ისინი, როგორც ჩანს, რაღაც ანგარიშგების მიზნით ეწყობა. რადიკალებს სურთ, რომ დამკვეთებს აჩვენონ - დავალება შევასრულეთ, ხალხში გავედით,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე
პაატა სალიამ არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან ინოვაციებისა და ციფრული მმართველობის განვითარების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა
ლადო სადღობელაშვილი: ევროპაში ბოლო ათწლეულში გაუპატიურების შემთხვევები 150%-ით არის გაზრდილი, სექსუალური ძალადობა თითქმის გაორმაგებულია, გვიღირს ამ ერთ დროს მომხიბვლელ ოჯახში ყოფნა?!
რუმინეთის პრეზიდენტი სანდუს განცხადებაზე რუმინეთთან შესაძლო გაერთიანების შესახებ: მზად ვართ - ახლა ყველაფერი მოლდოვის მოქალაქეების დემოკრატიულ მისწრაფებებსა და სურვილზეა დამოკიდებული
ალუდა ღუდუშაური ევრობიუროკრატებზე: წარმოუდგენელი რამ გვესმის, თითქოს, პატივს სცემენ ქართველ ხალხს, თუმცა ხელისუფლებასთან მიმართებაში აქვთ პრობლემები - ყველამ პატივი უნდა სცეს, არჩევნების შედეგად ხალხის ნებით გამოხატულ ხელისუფლებას
არქივი